რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში 22 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში "პარი ნიჟნი-ნოვგოროდს" ქულა მოუპოვა - 1:1.

"პარი ნნ" მოსკოვში 0:1 მარცხდებოდა "დინამოსთან", ქუთათელაძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე ანგარიში ქუსლით გატანილი ლამაზი გოლით გაათანაბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უფრო გახარებული გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდა და გოლების გატანა თავდამსხმელის მოვალეობაა.

ქუთათელაძე ბოლოს ფრანგულ "როდეზში" ირიცხებოდა, რომლის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს
17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო განაცხადში არ იყო ლუკა გაგნიძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლაც კარგი გოლი გამოუვიდა, არც ისე დიდი ხნის წინ მქონდა იმედი, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებთა, თუმცა ფაქტია ვერსად მოიკიდა ფეხი. ისე რას ერჩით, უკეთესი შეთავაზებები ჰქონდა და მაინც რუსეთში წავიდა თუ რა? ან მსოფლიოში ყველაზე სამარცხვინო კაპიტანივით წითელი ვარსკვლავი ხომ არ დაიხატა გულზე? თავისას ცდილობს და წარმატებები თუ ქართველად დარჩება და პუტინისტი არ გახდა, თორე დავიჯერო ბოლო დროს ნაკრებს შემოტენილ ტიპებზე ცუდი ქართველია? მეეჭვება!
@
16 სექტემბერი 2023 16:30
7
რუსეთში წასულ ყველა ქართველს გაუმარჯოს! აი თქვენ კი "ვითომ ქართველებო" ვინ ჩემი ფეხები ხართ? ლიაკა ხოშტარიას რუსულ რუბლებზე რას იტყვით?
გიო
16 სექტემბერი 2023 15:53
11
ეს ფეხბურთელი როდის გახდა?ფეხბურთელობის არაფერი არ აქვს..
sano
16 სექტემბერი 2023 12:32
8
თქვენნაირებს ალბათ, არც სლავა მეტრეველი მოგწონთ. ჭორიკნობა და ბოზებზე სტატიებზე რატომ არ რეაგირებთ! წარმატებები ყველა ქართველს!!!
გიორგი
16 სექტემბერი 2023 12:28
2
კაცი საერთოდ არ ათამაშეს საფრანგეთში,,,ათამაშეს რუსეთში და გაიტანა გოლი, თანაც კარგი. რა არის ჩვენთვის ამაში ცუდი.? წარმატებები ნიკოლოზს! 10 გოლს თუ გაიტანს აქ სეზონში, კი გადავა ისევ ევროპაში!
რერო
16 სექტემბერი 2023 10:07
9
კაციო რომ ამბობ ჩემო მეგობარო, კაცი რომ ხარ შენი ქვეყნის ნაკრებში უნდა ითამაშო და მაშინ გაახარებ ყველას გულს!
Shota
16 სექტემბერი 2023 13:40
9
გარუსებულმა ქართველმა, ევროტურნირებისგან მოკვეთილ ჩემპიონატში, პროფესიონალური კარიერის პირველი გოლი გაიტანა. ღირდა ამაზე სტატიის წერა?!
ციციკორე
16 სექტემბერი 2023 09:51
17
ნიკა საქართველოს მოქალაქეა პირველ რიგში.
ჯუჯი
16 სექტემბერი 2023 08:29
7
არ გვაინტერესებს ამ რუსების ამბები და ნუ ანაგვიანებთ მაგათი სახელების ხსენებით გარემოს (განსაკუთრებით გარუსებულების....)
ID
16 სექტემბერი 2023 01:46
19
და ვიგაც რუსზე რატო გვიწერთ?
temo
16 სექტემბერი 2023 00:22
26
ბოროტებო! შეიგნეთ და შეუშვით მაგ უტვინო თავებში, რო ეს ბიჭი ქართველია, ქართველიი! ყველას რო რუსს ეძახით, თქვე მართლა გადაგვარებულებო, თქვენ თვითონ ვინ ხართ და რა ჯიშის? თქვენაირ ხის თავიანებს, ნებისმიერი რუსი თუ არ მერჩივნოს.
ძალად "ურა პატრიოტებს"!
16 სექტემბერი 2023 14:59
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული