მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეხუთე ტურში „აიაქსი“ სტუმრად „ტვენტესთან“ 1:3 დამარცხდა.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით მე-12 ადგილზეა, 21 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „მარსელს“ უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ნიდერლანდების ჩემპიონატზე „ფეიენოორდს“.

ენსხედე. „გროლს ვესტე“. 30 000 მაყურებელი
ტვენტე - აიაქსი 3:1
გოლები: 1:0 როტსი (7), 2:0 შტეინი (11), 2:1 ბრობი (34), 3:1 უნუვარი (79)

მკითხველის კომენტარები / 18 /
იქნებ ცოტა მოვიცადოთ ?
სამართალი
18 სექტემბერი 2023 09:24
0
სუპ 30 წუთი ითამაშა ადამიანმა და რა პანიკები ატეხეთ ხალხო... კიქაუტაძეს სერენში გადასვლანდე რამდენი ბრძოლა აქვს გამოვლილი თქვენ არ იცით. მარტო შარშან გაიგეთ რო თურმე ბომბარდირი გახდა? აბა იქნებ დაფიქრდეთ, ევროპა ლიგაზეა გუნდი და მწვრთნელს მოწონს ძალიან (მისი ინიციატივა იყო იქ გადაყვანა) ამ არეული აიაქსის "მხსნელივით" ან ნათელი წერტილი რო გახდება, უფრო თვალსაჩინო იქნება მისი წარმატება, უფრო გამოჩნდება... სარისკოსავით კი ჩანს მარა არც ეგრეა საქმე. მეციც კი არ ათამაშებდა ბიჭს ორი სეზონი და მოინდომა, იშრომა და ბოლოს ლიონის აკადემიიდან გამოშვებული ლიონისთვისვე მიუწვდომელი იყო... ადროვეთ ცოტა ხანი რა გჭირთ... ყველაფერი ეხლა და ამ წუთას რო გინდათ იმიტომ გვაქვს აწყობილი საქმე (მეც მათ შორის, მარა თეორიაში მაინც ვხვდები მე რო ეგრე არაა)
რა მაფიაა?
17 სექტემბერი 2023 23:48
3
ღამე არ მძინავს მიქაუტაძის გამო
zaratrusta
18 სექტემბერი 2023 11:09
3
როდესაც სადმე გადადიხარ, მინიმუმ ის მაინც უნდა გაიგო, იმ გუნდში რა მდგომარეობაა. ასე აიაქსიაო და სახელს გაეკიდო... და ეს აიაქსი უახლოეს წლებში ან აეწყობა ან არა, წელს რომ ევროპის ვერცერთ ლიგაზე ვერ გავა აგერ მე და აგერ თქვენ. ხოდა საუკეთესო წლები მანდ უნდა კარგოს მიქაუტაძემ? სერიოზული პროგრესი ქონდა, ეთამაშა ლიგა ერთში მეცის შემადგენლობაში, ორი გოლი უკვე გატანილი ქონდა და საერთო ჯამში ათ გოლზეც რომ ასულიყო სეზონის მანძილზე, ტოპ ლიგის ნორმალურ გუნდში გადავიდოდა და არა ნიდერლანდებში და ისიც კრიზისში მყოფი გუნდში. ლიგა ერთი პირდაპირ საბადოა ევროპის წამყვანი გუნდებისათვის - იმდენი ფეხბურთელი მიყავთ იქიდან ამ ბოლო წლებში. ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა არ მესმის!
არტ
17 სექტემბერი 2023 20:56
13
ცდები არტ! აიაქსი მაინც აიაქსია! თუ არ იცი მისი ისტორია დაგუგლე და ნახავ! აიაქსი ერედივიზიონში წელს სულ მცირე სამეულში მოხვდება და ევროპა ლიგაზე კი ჯგუფიდან გავა! მიქაუტაძისათვის საუკეთესო ადგილია! დანიჯერე ჯიმა!
ქართველი
18 სექტემბერი 2023 10:08
7
ას პროცენტიანი ხარ ძმაო. აი 9 ადამიანს არ მოეწონა რაც შენ დაწერე. ნეტა მაგატ ტვინში ჩამახედა ძალიან მაინტერესებს. აიაქსი არ უნდა გადასულიყო. ან მრჩეველი არ ყავდა ან მშობელი არ ყავს ან მეზობელი. 100 თავდასხმელი ყავს აოაქსს, თან ისეთები, რომელიც მწვრთნელის საყვარელია და, და თან გიოს ადგილას თამაშობენ. რისთვის მიდიხარ რომ რეგრესი განიცადო. როცა ხარ კარგ გუნდში ყოფილიყო 1 წელი იმ საფრანგეთში ხედავ რომ პარადი მიგუავს შე დალოცვილო.დაააკვირდებოდნენ სხვა გუნდებიც და წაიყვანდნენ ისე რომ მთავარი თავდასხმელი ყოფილიყო. ეხლა გააატარებს სამწუხაროდ მასე , გამოიყვანენ მეორე ტაიმში და აქ კიდე ჩვენ ვისაც მაგრად შეჰვტკივა გული უნდა ვინწრბიულოთ
ბექა
18 სექტემბერი 2023 00:09
1
ყველა გამოხმაურება
აიაქს დედა აღარ ჰყავს:)
Gio
17 სექტემბერი 2023 20:30
3
სად მიდიოდიიი რისთვის მიდიოდი?!
დათო
17 სექტემბერი 2023 19:59
2
ესეც თქვენი აიაქსი. ბლიაD
Stf
17 სექტემბერი 2023 19:47
3
ტოტალიზატორის მამები არიან ტოო
ვახ ჩემიKაი ტოო
17 სექტემბერი 2023 19:43
5
დავითარსეთ თუ რა გვჭირს?!ყველა ლეგიონერს ვისი იმედიც გვქონდა რეგრესი დაეწყოთ!!!
საბა
17 სექტემბერი 2023 19:34
0
ასეთ ფარჩაკ აიაქსს მგონი ისევ მეცი ჯობდა სადაც ულაპარაკო ლიდერი კი არა ბელადი იყო ფაქტიურად. საერთოდ, რა სახელიც არ უნდა ქონდეს გუნდს თუ არეული მდგომარეობაა და თვითონ არ იციან რას აშენებენ,რა უნდათ,რას თამაშობენ ,შენს მიმართ რა მოლოდინი და განზრახვა აქვთ არ უნდა წახვიდე. ეს აიაქსი სახელია მხოლოდ ისევე როგორც თბილისის დინამო,მეტი არაფერი.
ალექს
17 სექტემბერი 2023 19:08
3
არც კვერნაძეს ათამაშებენ,არც გელაშვილს,არც საზანოვს,არც მიქაუტაძეს, კვარაცხელიას, დავითაშვილს მისდით კარგათ საქმეები,როცა გვეგონა რომ ახლა იწყებდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მომავალი ხორვატია ვიყავით!!!!!ყველაფერი თავზე ჩამოგვეფშვნა!!!აგერ სომხებმა გვაჯობეს!!!
გაგა
17 სექტემბერი 2023 19:04
11
რა არ გვჯობია სომხეთის ნაკრები? შურით სკდებით
ზაზა და სერგია-ს
17 სექტემბერი 2023 21:33
9
რა იყო რა ქალივით ვაი ვიში ატეხე

სერგია
17 სექტემბერი 2023 20:40
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული