ფრე სიტარდიში - "აიაქსში" მიქაუტაძის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ფორტუნასა“ და „აიაქსის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

ამსტერდამულ გუნდში პირველად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგის პარტნიორები პასს იშვიათად აძლევდნენ, ქართველმა თავად შექმნა 81-ე წუთზე მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარეთ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

თამაში კი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, გადახალისებული „აიაქსი“ დამაჯერებელი ვერ იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.

„აიაქსმა“ 3 ჩატარებულ მატჩში 5 ქულა მოიპოვა და 17 სექტემბერს ენსხედეში „ტვენტეს“
დაუპირისპირდება.

სიტარდი. „ფორტუნა„
ფორტუნა - აიაქსი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ნოსლინი (10, ფორტუნა)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ახლა წავიკითხე , უკმაყოფილოები ყოფილან აიაქსის გულშემატკივრები მიქაუტაძის თამაშით! დაბალი შეფასება დაუწერეს . აი თავხედობა თუ გინდათ ეგაა - ადამიანი აქტიურად იხსნებოდა და პასს ვერ აძლევდნენ, სამ პასს ვერ აბავდნენ ზედიზედ, კარში ვერ დაარტყეს ორი ტაიმის მანძილზე დაერთადერთი მომენტი ისევ ამან შექმნა თან თავიდან ბოლომდე თვითონ. ხოდა ამ ფარჩაკი გუნდის გულშემატკივრებს კიდევ აქეთ ქონიათ რაღაც პრეტენზიები ჟორჟთან! მოკლედ ღმერთმა ქნას სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ ცუდად დაიწყო ყველაფერი...
გაბრაზებული
21:55 04-09-2023
1
თქვენ მიქაუტაძე მართლა საბურთალოს აკადემიის აღზრდილი ხომ არ გგონიათ? ფრანგია ,ფრანგიიი....ის პსჟ-ს, მარსელის, ლილის, მონაკოს და ა.შ. ფეხბურთელებთან, იგივე მპესთან ერთად გაიზარდა საფრანგეთში და აიაქსი მისთვის გამოწვევაა,უცხო გარემოა და ტრამპლირია პრემიერ ლიგაში. ისე ნიდერლანდების ჩემპიონატს ასე კნინობით მოიხსენიებთ და ვინც მეცის და აიაქს შორის ტოლობას სვამთ მგონია-ბალზეა და ტყემალს ჭამს-ბოლოს და ბოლოს წელს ჩ/ლ ჯგუფურ ეტაპზე ორი ნიდერლანდური გუნდი იქნება, თუ პსვ-ა ნაკლები მარსემზე ან ფეინორდი ლილი-ზე......დაანებეთ თავი მიქაუტაძეს, ის თავისთავს მიხედავს და ნაკრებშიც თავს არ შეირცხვენს. წერეთ, იკითხეთ და ლანძღეთ ერთმანეთი კვარას ხელფასა და კონტრაქტზე, ასევე უგულშემატკივრეთ ნაპოლი-ის, აფრიალეთ ნეაპოლის დროშები, ძირძველი ნეაპოლელებივით, მოაწყვეთ ცნობადების ჩარტელური ტურები და ითვალეთ ოსინენა რამდენს გაიტანს.....
შულაია
10:38 04-09-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული