მატჩის დღე - "ნაპოლიმ" წარუმატებელი სერია უნდა დაასრულოს!..

AutoSharing Option
მარცხი და 2 იმედგაცრუებული ფრე, საჯარო დაპირისპირება გუნდის ლიდერებსა და მთავარ მწვრთნელს შორის, უკმაყოფილო გულშემატკივრები - ამ სიტუაციაში ემზადება "ნაპოლი" შუა კვირის მატჩისთვის, სადაც სერია "ა"-ს მე-6 ტურში "სტადიო მარადონაზე" "უდინეზეს" უმასპინძლებს - დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ნეაპოლური კლუბი ზეწოლის ქვეშაა და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებამაც ვერ შეცვალა. ვიქტორ ოსიმენის აცილებული პენალტი და მხოლოდ ერთი ქულა ბოლონიაში; ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალურ ფორმას აშკარად იბრუნებს და ეს გუნდისთვის მშვენიერია. გასულ სეზონში მოპოვებული სიამოვნება თითქოს სადღაც გაქრა, გარსიას გუნდის ფეხბურთი
ნეიტრალურ გულშემატკივრებს აღარ იზიდავს და ამის შეცვლა ყველაზე მეტად ისევ "კვარადონას" შეუძლია.

Sportall.Ge

33-წლიანი ლოდინი "ნაპოლიმ" გასულ სეზონში ოფიციალურად "უდინეზესთან" (1:1) ფრით დაასრულა და სკუდეტო მოიპოვა. ბოლო 14 მატჩიდან ნეაპოლელებმა უდინელებს 12 მოუგეს და საშუალოდ, თამაშში 2,6 გოლს აგროვებენ. იყო უხვგოლიანი (3:3) ფრე 10 წლის წინ.

თუკი "ნაპოლი" მე-7 ადგილს იკავებს, მათ მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო ცუდი დასაწყისი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. კვარაცხელიამ ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლური მატჩი გამოტოვა. 

ვიქტორ ოსიმენი 4 მატჩია გოლის გარეშეა, თუმცა მანამდე მან "უდინეზეს" 5 გოლი გაუტანა და მათთან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. საინტერესოა, დაცვაში ისევ ოსტიგორი-ნათანის დუეტს თუ ვნახავთ. შესაძლოა, ზელინსკის ნაცვლად (რომელიც ნახევარდაცვაში ყველაზე კარგ ფორმაშია) სასტარტოში ელმასი ვიხილოთ, პოლიტანო კი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს.

altსადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

altოსიმენმა ბოდიში მოიხადა - უშველის ეს საქმეს?

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოსიმ კვარას დაუპაძერშკა იმედია მალე აახვევინებენ გარსიას.
რონი
18:01 27-09-2023
2
ძუნწი რომ ორმაგად იხდის არ იცის ლავრენტამ ქართული სიბრძნე
სვანსკი
13:17 27-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული