![](https://sportall.ge/pictures/image5/5058609399b48c6d89a5faae706c482d.jpg)
ნეაპოლური კლუბი ზეწოლის ქვეშაა და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებამაც ვერ შეცვალა. ვიქტორ ოსიმენის აცილებული პენალტი და მხოლოდ ერთი ქულა ბოლონიაში; ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალურ ფორმას აშკარად იბრუნებს და ეს გუნდისთვის მშვენიერია. გასულ სეზონში მოპოვებული სიამოვნება თითქოს სადღაც გაქრა, გარსიას გუნდის ფეხბურთი
![მატჩის დღე - "ნაპოლიმ" წარუმატებელი სერია უნდა დაასრულოს!.. Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4c72b4f77f262e8ca4b3ab7ceff3682c.jpg)
33-წლიანი ლოდინი "ნაპოლიმ" გასულ სეზონში ოფიციალურად "უდინეზესთან" (1:1) ფრით დაასრულა და სკუდეტო მოიპოვა. ბოლო 14 მატჩიდან ნეაპოლელებმა უდინელებს 12 მოუგეს და საშუალოდ, თამაშში 2,6 გოლს აგროვებენ. იყო უხვგოლიანი (3:3) ფრე 10 წლის წინ.
თუკი "ნაპოლი" მე-7 ადგილს იკავებს, მათ მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო ცუდი დასაწყისი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. კვარაცხელიამ ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლური მატჩი გამოტოვა.
ვიქტორ ოსიმენი 4 მატჩია გოლის გარეშეა, თუმცა მანამდე მან "უდინეზეს" 5 გოლი გაუტანა და მათთან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. საინტერესოა, დაცვაში ისევ ოსტიგორი-ნათანის დუეტს თუ ვნახავთ. შესაძლოა, ზელინსკის ნაცვლად (რომელიც ნახევარდაცვაში ყველაზე კარგ ფორმაშია) სასტარტოში ელმასი ვიხილოთ, პოლიტანო კი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს.
სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...