ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

არგენტინული გოლები - "ფროზინონეს" "ფიორენტინამაც" ვერ სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს მეექვსე ტურში „ფროზინონესა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და არგენტინელი ნიკოლას გონსალესის გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშიც გაათანაბრეს და ანგარიშიც. თავი ისევ არგენტინელმა გამოიჩინა - მატიას სოულემ.

მასპინძელთა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ამჯერად არ ათამაშა.

„ფროზინონე“ ბოლო 5 შეხვედრაში არ დამარცხებულა, 9 ქულით მერვე ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 გონსალესი (19), 1:1 სოულე (70)

ასევე დაგაინტერესებთ