"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ძალიან კი ეცადა, მადრიდის "რეალთან" კლასში სხვაობა შედეგში არ ასახულიყო და ძლიერ მეტოქესთან ფრისთვის მაინც მიეღწია, თუმცა ამ საქმიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და (2:3) დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა დომინოს პრინციპს გვაგონებს, ყოველ მატჩში ისე მარტივად უმჯობესდება, როგორც დომინოს ერთი ქვისგან დაწყებული მოძრაობა მარტივად წააქცევს ყველა დანარჩენს. ეს უკვე ახლოსაა იმასთან, რაც წინა წელს იყო...

თუკი გასულ სეზონში ნეაპოლელთა მთავარი ძალები ბურთის კონტროლში იყო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანთან" იმიტომ დამარცხდნენ, გუნდს ალტერნატიული გეგმა არ ჰქონდა, მადრიდელებთან თავიდანვე "მეორე
ნომრობაზე" მოფიქრალი მასპიძლები ვნახეთ, რომელთაც მეტოქის მიმართ ერთგვარი რიდი და მოკრძალებაც შევნიშნეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ერთ-ერთი კი იმას უკავშირდება, "რეალის" ნახევარდაცვასთან დომინანტი იყო, თითქმის შეუძლებელია. როგორც კი "ნაპოლი" მოწინააღმდეგის კარს მიუახლოვდა, მაშინვე სახიფათო მომენტებს მოუმატა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარტივად და გენიალურად ითამაშა, მოკლე და ჰაეროვნად მსუბუქი პასი გააკეთა, რასაც კუთხური მოჰყვა. "კვარამ" ერთხელაც დაამტკიცა, სტანდარტულების შესრულებაც რომ ეხერხება, მის მახვილგონივრულ შესრულებას მეკარის შეცდომაც დაემატა და ანგარიში გაიხსნა.

ყველაზე საშიში რაც იყო, მოხდა - ნეაპოლელებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და საკუთარ კარში გოლი მიიღეს. კაპიტანმა უყურადღებოდ ითამაშა და შესაძლოა, ამას დი ლორენცოს თამაშს საბოლოო დაღიც დაასვა. ამის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის უკვე ტრადიციად ქცეული შეცდომები გაგრძელდა - დაცვასა და მინდვრის ცენტრში. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მიუხედავად მეტოქის გამართლებისა, ანგარიშის შენარჩუნებისთვის ბევრი ვერაფერი შეძლეს.

Sportall.Ge

გარსიას ჩამოყალიბება მაინც გაუჭირდა, მისაღები ფრის პირობებში როგორი თამაში ჯობდა, გუნდს შეტევის რესურსი ჰქონდა, უფრო კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ამ დროს აქცენტი თითქოს ცენტრის გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს, ზელინსკის ნაცვლად კი მინდორზე რასპადორი ვიხილეთ. მანამდე ამას ლუკა მოდრიჩის შემოსვლაც დაემატა და ამან თავისი ლოგიკური შედეგი მოიტანა. კაიუსტე ადრე უნდა გამოჩენილიყო. 

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველები მაღალ ჩაწოდებებზე საკმაოდ ცდებოდნენ. ამ ფონზე, ვიქტორ ოსიმენისგან მეტ აქტიურობას და პროდუქტიულობას ველოდით. ნიგერიელი პრესინგზეც არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორც გვინახავს. გასაგებია, რომ მას ბურთით სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა ასეთ პირობებში თამაშსაც შეჩვეულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტანომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია.

ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. ამ დონის რამდენიმე მეურვის პირობებში არც დრიბლინგი დაუკლია, არც გამამწვავებელი პასი და არც მოძრაობა. ჩვენი მიზანია, ხვიჩა იდეალურ ფორმას მიუახლოვდეს, ამიტომ სულ უნდა მივუთითოთ ისეთ ასპექტებზე, რაც გამოსასწორებელი აქვს. ქართველი გარემარბი გადამწყვეტ მომენტებში კარში უფრო ხშირად, მშვიდად და ზუსტად უნდა ურტყამდეს. თუნდაც შორიდან დარტყმას იქნებ გამართლება მოჰყვეს, ვალვერდეს გოლი ხომ ამ კატეგორიიდან იყო. "კვარას" წინააღმდეგ იმხელა მობილიზებაა, დარტყმებს უფრო ხშირად უბლოკავენ და ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო.

ხვიჩას "სამეფო კლუბისთვის" გატანის საშუალება მალე ისევ ექნება, ახლა კი თუ რამე აკლდა მის თამაშს, მხოლოდ გოლი იყო!..

alt"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

altშეფასებები: საუკეთესო ბელინგემი, კვარაცხელია კი - ერთ-ერთი საუკეთესო

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნაპოლის დაცვაა სუსტი წერტილი ამ სეზონში, რომელიც ვერ გაუმკლავდა რეალის შეტევას.
შაკო
07 ოქტომბერი 2023 11:50
0
გარსიას?
ყოჩაღ!
ზელინსკი რამ გააყვანინა მართლაც, მოდრიჩის შემოსვლის მერე!
ეს რომ არა ფრე იყო მოსალოდნელი
თენგო
05 ოქტომბერი 2023 11:04
0
უბრალოდ
მსოფლიო გრანდიოზული და ასეთ სახელოვან გუნდს ეთამაშა
ხვიჩაც და მთელი გუნდი უფრო მოწიწებით ეთამაშნენ
განმეორებით მატჩში სულ სხვა იქნება.
ისე ესეც მაგარი იყო!
თენგო
05 ოქტომბერი 2023 11:01
0
დავიწყოთ იმით,რომ ნაპოლიმ თამაში მეორე ნომრით დაიწყო (ეს თაიდანვე შეცდომა იყო),ცენტრი მთლიანად დაუთმეს რეალს (რატომ გაუგებარია.პირველი ტაიმი კიდევ კარგი,მარა მეორე ტაიმიც ცენტრის გამიზნულად დათმობით დაიწყო ნაპოლიმ).არადა როგორც კი ცენტრში ინიციატივას იღებდა ნაპოლი მაშინვე ხიფათი იქმნებოდა რეალის კარში.
ხვიჩას ალბათ მალე დაცვაში ვიხილავთ,მარიო რუის ან ოლივერას უკან. ეს მწვრთნელი დაღუპავს ნაპოლის! პოლიტანო გაიყვანა,ელმასი შეიყვანა,მერე რასპადორი ზიელინსკის ნაცვლად რა იყო ღმერთო ჩემო და ელმასი მარცხენა მცველად მოგვევლინა. ბიჭოოო ეს რა იყო!
ნაპოლი ნორმალური მწვრთნელის ხელში მოუგებდა წუხელ რეალს მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად!
პ.ს. და კიდევ ცალკე თემა,ნაპოლის დაცვის საცოდაობის ტალღამ დილორენცოსაც გადაუარა
gulshematkivari0703
04 ოქტომბერი 2023 22:20
1
ხვიჩას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია...ამაზე მისი სტატისტიკაც მშვენივრად ლაპარაკობს...ძლიერ გუნდთან გამოჩნდა მტელი გუნდის ძალიან ღარიბული ტექნიკური და ტაქტიკური არსენალი....ერტადერთი რაც მინდა ყველაზე მეტად გამოხატოს..მისი ცივსიხლინობა კონკრეტული შანსის დროს...მან უნდა დახვეწოს შერულების ტექნიკა...ასეთ გრანდებთან მას ერტი ან ორი შანსი ექნება და და ის უნდა გამოიყენეოს თუ უნდა რომ უმაღლესი კლასის შემსრულებლად ჩამოყალიბდეს...მკვლელის უნარი აკლია კვარას...ამას უნდა მიაღწიოს..ყველაზე კრიტიკულ სიტაუაციებში შესრულების დონის ამაღლებით...ამას უნდა მიეჩვიოს რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელთად ჩამოყალიბდეს...ბელინგემი მასზე პატარა ბიჭია და უკვე უბიიცაა...შანსს არ ტოვებს...ინგლისის ისტორიაში ალბათ ყველაზე მაგალი დონის შემსურლებელია...და ზუსტად ასეთი და მასზე უკეტესი უნდა გახდეს...ხვიჩას შეუძლია ეს..და მეტი უნდა ივარჯიშოს მისი უნარების გასაუმჯობესებლად...თუ არა და უბრალო საშუალო დონის ფეხბურთელად დარჩება ან კიდევ უფრო მოუკლებს..უნდა შეძლო ხვიჩა რომ უნივერსალად ჩამოყალიბდე...მეტი პრაქტიკა და მეტი მონდომება...
ბუჯანგა
04 ოქტომბერი 2023 21:31
0
ხო რაღაც გაბედულება აკლია. უკან უნდა ედგეს ხოლმე ფახბურთელი რომ აზღვევდეს მის მიერ ბურთის დაკარგვას და უფრო თამამად უნდა წავიდეს მოტყუებაზე, თუნდაც ცენტრიდან, რაც ბელინგემმა გააკეთა, ხვიჩასაც თავისუფლად შეუძლია.
ირაკლი
04 ოქტომბერი 2023 20:50
0
სამწუხაროდ ბევრი თაყვანისმცემელი ხვიჩასაგან ელოდება იმას, რაც მასში არ დევს,მისი პროფილი არაა უბრალოდ რომ ვთქვათ. მითქვამს ადრეც რომ ხვიჩა არაა მარადონა და მარტო წაქცეულ თამაშებს ვერ წამოიღებს. ხვიჩას ფენომენი იმაშია, რომ კარგ გუნდს ბრწყინვალება შემატოს, მასები აღტაცებაში და აზარტში მოიყვანოს. ხვიჩა არის ის, რისთვისაც მასებს უყვარს ეს სპორტი. ხვიჩასნაირები აახლოვებენ ამ სპორტს ხელოვნებასთან. გმირული ორთაბრძოლები, მედგარი წინამძღოლობა არ არის მისი საქმე. გენიებსაც აქვთ თავისი ფარგლები. ამ თამაშის შედეგს რაც შეეხება, აქ არ ყოფილა განსაზღვრელი დიდებული რეალის რაიმე საოცარი თამაში, მეტწილად ყველაფერი ნაპოლიმ გადაწყვიტა დაწყებამდე თავისი განწყობით. რეალს სხვა გუნდებთან შედარებით მუდამ აქვს ფორა - მისი დიდებული მენტალიტეტი. რომელიც ათწლეულების მანძილზე შეუდარებელი ისტორიითა განსაზღვრული. მათთან მუხლების კანკალით გასვლა ჩათვალეთ ასპროცენტიანი განაჩენია. ეს ნაპოლიზე ბევრად დიდ გუნდებსაც დამართნიათ, რომელნიც დაწყებამდე აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. რატომ ხდება ასე? ამის ახსნა უჭირდათ თავად იმ დიდ ფეხბურთელებსაც, რომელთა კლუბები რაღაც ეტაპზე გადაეყარნენ რეალს, ფავორიტად მიაჩნდათ თავი და მოწინააღმდეგის მომნუსხავმა გავლენამ იმედები გაუცამტვერათ.
ამატაკი
04 ოქტომბერი 2023 20:27
2
ვისაც გინდა ხვიჩამ ლეაოსავით და ვინიციუსივით ცხენივით ირბინოს ეგ არასწორია და არ არის ხვიჩას ვაიბი მასე თამაში.
ხვიჩას თამაშად მე მესახება ნაკლები ენერგიის დახარჯვით მაქსიმალური ეფექტურობის შექმნა მოედანზე და ვინც აკვირდება, ის ხედავს კიდევაც ამას.
არ შეიძლება მაგის მოაზრება კენტავრად, ის უფრო ჰერმესია სიმსუბუქე, ელეგანტურობა, ინტელექტი და მოედანზე გუნდში საკომუნიკაციო სივრცის აწყობა არის მაგის სფერო.
ხვიჩას ინტელექტს, ფსიქოლოგიურ მზაობას და საკუთარი თავის ნდობას მოაქვს საჭირო დროს საჭირო ენერგიის დახარჯვა გოლის და სხვა შედევრების შესაქმნელად.
ანუ არ სჭირდება რაღაც ცხოველური ძალები რომ მოედანზე იყოს ეფექტური. მთავარია იყოს ფსიქოლოგიურად მხნედ და თავის ორგანიზმისთვის ოპტიმალურ ფორმაში. და ნუ ითხოვთ მაგის მონსტრად ქცევას. არ გამოვა, არ არის მონსტრი, ანგელოზია
M33
04 ოქტომბერი 2023 19:52
3
ხვიჩას ეძინა!
elene
04 ოქტომბერი 2023 18:10
28
კვარააა რასაც აკეთებ კარგია მაგრამ მოედანზე უფრო მეტად უნდა გამოჩნდე, უფრო ხშირად გააკეთე და უფრო თავხედურად, საფეხბურთო სითავხედე აკლია... მეტად უნდა ჩანდე და ამწვავებდე. შენ თვითონ ასწიე თამასა და ნება იბოძე და მინიმუმ შეინარჩუნე.
რუსთავი
04 ოქტომბერი 2023 17:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული