მატჩი მოულოდნელად მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე მერეტს ორჯერ მოუწია ბურთის მოგერიება, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, რომელთა რიგებში ტრავმირებული ოსიმენი არ იყო - ორჯერ თავისი გუნდი მეკარე მონტიპომ გადაარჩინა, 27-ე წუთზე კი პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. მორიგი იერიშისას კაიუსტემ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, მსაჯმა ფარაონი“დაინდო“, მარიანის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 43-ე წუთზე კი ხვიჩა ფარაონის გაექცა და ანგარიში გაზარდა,
ხოლო მის აღნიშვნას შეხლა-შემოხლა და ფარაონის გაფრთხილება მოჰყვა.
შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველები და მეკარე გააბითურა და დუბლი შეასრულა. ვერონელებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და შეცვლაზე შესულმა ლაზოვიჩმა ანგარიში შეამცირა. კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.
„ნაპოლი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.
ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 პოლიტანო (27), 0:2 კვარაცხელია (43), 0:3 კვარაცხელია (54), 1:3 ლაზოვიჩი (60)
გინქლაძებ გაფლანგა თავისი ნიჭი
აი ხვიჩაში ვარ დარწმუნებული. ნამდვილი პროფესიონალია და უდიდეს სამსახურს გაუწევს ქართულ ფეხბურთს.
დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთს დადებს.