ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში "უოტფორდმა" "შეფილდი" საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და თამაშშიც მშვენივრად ჩაერთო, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა 7.3 შეფასება დაუწერა, რაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში მშვენიერი რეიტინგია.
მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდმა" სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "სათადარიგო სკამიდან", რასაც 2000-მდე მოწონება აქვს, კომენტარებში კი ჩვენებურის მიმართ ქებას არ იშურებენ.
"მან თამაში შეცვალა"
"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ეშინია მეტოქეზე წასვლა"
"ვარსკვლავბიჭუნა, ჩაკვეტაძე"