"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.
ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.
როცა არც პასი აქვთ და არც გოლი, კვარა მაინც კარგად თამაშობს. მაინც საუკეთესოებს შორის არის ხოლმე მოედანზე, გოლის გამტანების შემდეგ საუკეთესო შეფასება აქვს აქაც.
ლეაო კი ეპიზოდების ფეხბურთელია, სივრცეში თუ მიეცა შანსი გაიქცევა მაგარ დრიბლინგს გააკეთებს და გაიტანს კიდეც მარა სივრცე თუ არ მიეცი ამას ვერ იზამს, ანუ გუნდს სტატიკურ შეტევაში განსხვავებას ვერ შეძენს.
ლეაომ კარგად ითამაშა თუ არა სტასტიკას უნდა ჩახედო მხოლოდ, თუ შეაგდო გოლი ან ასისტი გააკეთა ესეიგი რაღაცა უქნია, თუ ვერადა ე.ი. თამაში ჩააგდო.
კვარამ კი გოლიც რომ ვერ გაიტანოს ან ასისტი ვერ გააკეთოს, იმ შეზღუდულ სივრცეშიც (სამ მცველიან გალიაში) 1-2 ჯერ მაინც გაექცევა 90 წუთში მეურვეს და მინიმუმ პრე ასისტს, ქი პასს დაგიდებს რასაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თან რამდენსაც "მაზავენ" მისი პარტნირები, პირველ ტაიმში გაიხსენეთ ხვიჩას ლანგარით მირთმეული საგოლე პასი პოლიტანომ როგორ ააცილა კარებს. ასეთ ასისტები კი თანაგუნდელებისაგან სანატრელი აქვს ჩვენ ბიჭს.