ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.

30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.

საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ მე-16 პოზიცია ქარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი) ერგო, მე-18 - ჯუდ ბელინგემს (რეალი), მე-19 - ჰარი კეინს (ბაიერნი), ხოლო მე-20 - ლაუტარო მარტინესს (ინტერი).

აქამდე
ქართველი ფეხბურთელებიდან ექვსი მოხვდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის:

1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)
1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხან ამ საიტზეც და სხვაგანაც წამიკითხავს. კარგით რაა რა იყო სულ იმ თასების თასზე უნდა ილაპარაკოთო 40 წელი გავიდაო. აგერ 3 ფეხბურთელი იყო 1981 წელს დასახელებული იმ მოწინავე ევრიოპის ფეხბურთელებს შორის. ახლა როგორი ცნობადია და რამხელა პრესა აქვს ხვიჩას, როგორ ვხარობთ მისით. წარმოიდგინეთ ის გუნდი და ის ფეხბურთელები ვისაც არ გახსოვთ და რამაზი მე-7 საშა მე-8 დათო მე-11, იმ გუნდში კიდევ იყვნენ გუცაევი, ვიტალიკა, რომლებიც არანაკლები იყვნენ და ბერვი ევროპული გუნდები დიდი სიმაოვნებით აიყვადნენ. აკი გუცაევს შეთავაზებაც ქონდა რეალისაგან. ასეთი ვარსკვლაური დიდი გუნდი იყო მაშინ დინამო თბილისი. უტკინმა ტყუილად კი არ შეადარა ის დინამო იმ დიდებულ ბარსას რომელმაც ყველაფერი მოიგო. ფეხბურთის ღმერთს ვთხოვ იმ დინამოსთან მიახლოვებული ნაკრები გვყავდეს.
G.LA
22:42 30-10-2023
3
კარგი სტატიაა, კარგია ქართველი ფეხბურთელები რომ გაიხსენეთ.
პროფესტო
22:23 30-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული