![](https://sportall.ge/pictures/image5/df1b4d4eaa3abb22db9f2e8278332dd2.jpg)
ავსტრიის თასის 1/8-ფინალში „შტურმმა“ თანაქალაქელი, მეორე ბუნდესლიგის ლიდერი „გრაცერი“, 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
„შტურმს“ ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ოთარ კიტეიშვილი, „გრაცერის“ თავდამსხმელი ლევან ელოშვილი კი სათადარიგო იყო.
„შტურმი“ შემდეგ მატჩს ჩემპიონატზე 5 ნოემბერს ლინცში „ლასკთან“ ჩაატარებს. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ამ შეხვედრაში კიტეიშვილი მონაწილეობის მიღებას.