ქოჩორაშვილმა საჯარიმოდან ულამაზესი გოლი გაიტანა - "ლევანტემ" გამარჯვება ვერ შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მე-14 ტურში "ლევანტეს" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინა თავი.

"ლევანტემ", რომელიც 56-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა, საკუთარ მოედანზე "მირანდესთან" მოგება ხელიდან გაუშვა და ფრეს (2:2) დასჯერდა, მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა კი შეუცვლელად ითამაშა და საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მეთორმეტე მატჩში მისი მეორე გოლია.

"ლევანტე" 24 ქულით მეექვსე ადგილზეა, ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და 10 ნოემბერს სტუმრად "ლეგანესს" შეხვდება.

ვალენსია. "სიუდადი"
ლევანტე - მირანდესი 2:2
გოლები: 0:1 ჩაირა (13), 1:1 ქოჩორაშვილი (26), 2:1 მარტინესი (62), 2:2 მარტონი (90+4)
გაძევება: ბრუგუი
(56, ლევანტე)

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ ვიღაცის ცოლის შიშველი უკანა არის გარკვევით ატვირთული
lsd
05 ნოემბერი 2023 18:04
0
იმიტომ რომ არაპროფესიონალები არიანმთავარია რამე დადონ და რას დებენ კიდიათ.ულამაზესიო წერენ და თავადაც არ აქვთ ნანახი ვიდეო.არც დარტყმა ჩანს,არც დამრტყმელი,ნეტა არ უტყდებათ მაინც?!
კობი
05 ნოემბერი 2023 14:05
1
რა მაგარი ვიდეო დადეთ, ათჯერ ვუყურე ვერ გავიგე ვერაფერი.
მამუკა
05 ნოემბერი 2023 10:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული