სეგუნდა დივიზიონის მე-14 ტურში "ლევანტეს" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინა თავი.
"ლევანტემ", რომელიც 56-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა, საკუთარ მოედანზე "მირანდესთან" მოგება ხელიდან გაუშვა და ფრეს (2:2) დასჯერდა, მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა კი შეუცვლელად ითამაშა და საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მეთორმეტე მატჩში მისი მეორე გოლია.
"ლევანტე" 24 ქულით მეექვსე ადგილზეა, ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და 10 ნოემბერს სტუმრად "ლეგანესს" შეხვდება.
ვალენსია. "სიუდადი"
ლევანტე - მირანდესი 2:2
გოლები: 0:1 ჩაირა (13), 1:1 ქოჩორაშვილი (26), 2:1 მარტინესი (62), 2:2 მარტონი (90+4)
გაძევება: ბრუგუი (56, ლევანტე)