"აიაქსში" ცოტათი მოწყენილია, აქ სიამოვნებით მივიღებთ" - "მეცის" პრეზიდენტი მიქაუტაძის ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მეცის" პრეზიდენტმა ბერნარდ სერინმა "აიაქსის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ფრანგული კლუბი ქართველი ფეხბურთელის იჯარით დაბრუნების საკითხს სერიოზულად განიხილავს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ამსტერდამულ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

სერინის თქმით, იგი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ "მეცი" მიქაუტაძის გადაბირებას მოახერხებს, თუმცა ჯერ ნიდერლანდელებთან მოლაპარაკებები არ გამართულა.

"გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" ცოტათი მოწყენილია. ჯერჯერობით სიტუაციას ვაკვირდებით, რადგან ფეხბურთელის თაობაზე "აიაქსის" შეხედულება გვაინტერესებს. თუ ამსტერდამელები მის განათხოვრებას გადაწყვეტენ, ეს ძალიან გაგვიხარდება და მიქაუტაძეს სიამოვნებით მივიღებთ. თუმცა ამ ეტაპზე გარიგების
დახურვაზე საუბარი ძალიან ნაადრევია", - განაცხადა სერინმა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" გასულ ზაფხულს "მეციდან", 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"მიქაუტაძე "აიაქსის" დონის ფეხბურთელი არაა, იმედია, "მეცი" დღესვე წაიყვანს" - ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი

alt"კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს" - "აიაქსის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე

alt"ვფიქრობდი, რომ "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა" - შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიო მიდი მიაწექი, ეს ცხოვრება ბრძოლაა, მეც ემიგრანტი ვარ და ვიცი რა ომი გადაიტანეს შენმა მშობლებმა,ეს მებრძოლი სული შენც მოგყვება ვიცი და გთხოვ არ დანებდე . იბრძოლე ბოლომდე
შოთა
08:53 07-11-2023
0
არ უნდოდა მიქაუტაძე აიაქს, უბრალოდ შოთა არველაძემ და კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ძალით შეაჩეჩეს ეს ფეხბურთელი კლუბს
10

სიახლეები პოპულარული