კვირკველიამ რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ალ ნასრმა" საკუთარ მოედანზე "ალ ოხდუდი" 3:0 დაამარცხა.

რონალდომ დუბლი შეასრულა და 15 გოლით ბომბარდირია. ყველა ტურნირზე "ალ ნასრში" მან 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ალ ოხდუდში" შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის თამაში Sofascore-მა 6.6 ქულით, ხოლო Flashscore-მა 6.3 ქულით შეაფასა. რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო დაასახელეს, ხოლო სტუმართა რიგებში საუკეთესო 35 წლის ბრაზილიელი მეკარე პაულო ვიტორი იყო.

Sportall.Ge

"ალ ნასრი" 34 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება "ალ
ჰილალს", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. უმაღლეს დივიზიონში წელს გადასული "ალ ოხდუდი" კი 10 ქულით მეთექვსმეტე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მესმის რატომ იძახებენ მაინც ამას ნაკრებში?! იმაზე არ ვხუჭავ თვალებს,რომ ადრე კარგი ფეხბუთელი იყო საბა, მაგრამ უკვე ახლა აღარ არის საჭირო. დამთავრდა გურამისა და კვირკველიას დუეტი ჩემთვის.
ეჰჰ სანიოლ-ხიზანა
25 ნოემბერი 2023 16:07
3
მაგათთვის ნაკრები ერთადერთი სადარდებელი არაა )) ჩვენსავით
გია_544
25 ნოემბერი 2023 20:03
0
არაა მარტივი რონალდოს წინააღმდეგ თამაში. ნუ ხართ ბოღმიანები. საბამ საუკეთესო წლები დაასრულა. ამიტომ არის არაბეთში
ვანჩოპე
25 ნოემბერი 2023 14:58
9
ჩვენ ჩვენ ნაკრებს ვჩივით და არა არაბეთს )
გია_544
25 ნოემბერი 2023 19:59
0
კარგია რომ თამაშობს და რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ის კვირკველია აღარაა ლოკომოტივში რომ იყო და ეს სანიოლიც არ ეშვება,მაგას საზონოვი გაცილებით ჯობია უკვე, მაგრამ მაინც ამას ენდობიან ნაკრებში რატომღაც...სათადარიგოდ კიდე შეიძლება ნაკრებში, ძირითადის მოთამაშე აღარაა უკვე
დავითი...
25 ნოემბერი 2023 14:47
0
მომენტებს ვუყურე და რონალდოს პირველ გოლში ისეთი წვლილი დაიდო (ვითომ ბოლკავდა, მეკარეს დაუფარა და ბოლოწამს გაეცალა და გაატარა), რომ შეცვალეს კიდეც.
qomagi
25 ნოემბერი 2023 14:09
0
კიდევ კარგი იქაც გურამა კაშია არ ჰყავს პარტნიორად, თორემ შეიძლება პოკერიც არ ეკმარა რონალდოს
llcl
25 ნოემბერი 2023 08:31
10
ფულით ვერ ეწევა ეს გუნდი ნასრის და ჰილალს ალბათ,მაგრამ სახელის დარქმევა ხო შეიძლებოდა.რაის ოხდუდი,დაარქვი რა რამე საფეხბურთო სახელი "მაინცი" "პარანაენსე" "ალაზანი" ან, "ნეფთჩი"
Levani
25 ნოემბერი 2023 06:59
0
კვირკველიას ძლიერად დარტყმულ ბურთების ეშინია. მეორე გოლის დროს ბურთს გაეცალა, იმის მაგივრად რომ სხეულით გადაეღობოს.
ვიდეო
https://youtu.be/YP6ZJnis-TY?si=2ZSrhdTfHWa-xJ3j
ქ. გ.
25 ნოემბერი 2023 06:16
0
გრძელი ფეხები, მოუქნელი, აუჩქარებელი... უფრო სტატისტი იყო ეპიზოდებში, ორთაბრძოლებში არ ერთვებოდა. იდეალური დამცველი იყო მეტოქისთვის - ექსკორტია))
ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა. მეორე გოლი მაგის სინდისზეა - უბრალოდ გაეცალა ბურთს, მეკარეს უღალატა. ისე ითამაშა როგორც ესპანეთთან 1:7 დროს.
ძალიან სუსტ გუნდში თამაშობს და იმიტომ გამოდის მოედანზე.
შიშის ჟრუანტელი მივლის ამას რომ ლუქსემბურგთან წარმოვიდგენ!!!
გია_544
25 ნოემბერი 2023 12:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული