მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგი" 4:1 დაამარცხა და ამ მატჩში თავი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.
ზივზივაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და დუბლი შეასრულა.
ბუდუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და აქამდე მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.
"კარლსრუემ" ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერი შეწყვიტა, 16 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 3 დეკემბერს "ჰანზას" მიიღებს.
კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი". 25 966 მაყურებელი
კარლსრუე - ნიურნბერგი 4:1
გოლები: 1:0 ნებელი (1), 1:1 უზუნი (60), 2:1 შლეუსენერი (70), 3:1 ზივზივაძე (89), 4:1 ზივზივაძე (90+4)