"თუ გადაწყვიტა, რომ მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს, მას ვერც ერთი მცველი ვერ შეაჩერებს" - ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ნიგერიელის თქმით, როცა "კვარა" გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს, არ არსებობს მცველი, რომელიც ქართველის შეჩერებას მოახერხებს.

"ის გამაოგნებელი ტალანტია. როდესაც გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს, არ არსებობს მცველი, რომელიც მის შეჩერებას მოახერხებს.

ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხვიჩამ ზუსტად იცის, მოედნის რომელ მონაკვეთში ვიმყოფები და ზუსტი გადაცემებით მამარაგებს", - განაცხადა ოსიმენმა @Obionepodcast-ის ეთერში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "რეალის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 23:55 საათზე დაიწყება.

altგარსია: "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კვარაცხელია მოხვდებოდა

altკარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კაცური კაცი.
შვაი რო ვარ პასს არ მაძლევსო კი არ თქვა.
Levani
16:14 29-11-2023
1
არ მინახია ხვიჩა როდისმე წაგებისთვის გასულიყო მინდორზე. ესპანეთთანაც კი მოსაგებად გავიდა. უბრალოდ ოსიმენმა შეაქო ადამიანი რომელიც ნამდვილი მებრძოლია. ხვიჩა ყოველთვის მოსაგებად მიიწევს წინ. ზოგჯერ გამოსდის ზოგჯერ არა, მაგრამ ახლა ხვიჩას დროა ისეთი მწვრთნელი მიიყვანეს. ამიტომ ოსიმენს ურჩევნია ხვიჩაზე ილაპარაკოს ვიდრე ითამაშოს. ბენზემას მსგავსად არ უნდა იყოს. რეალში რონალდოს დროს შავი საქმის საუკეთესო შემსრულებელი და რონალდოს წასვლის მერე საუკეთესო მეგოლე. ოსიმენი ხვდება რომ ასეთ მდგომარეობაში იქნება თუ ხვიჩას არ გაელაქუცება და როგორც ხვიჩას ჩვევია ურჩევნია სხვას გაატანინოს იქ სადაც იცის თვითონ გაიტანს. გაიხსენეთ ლოზანო, ოსიმენი, ნდომბელე და თუნდაც გაიხსენეთ როგორ ცდილობდა ვიეტნამთან თუ სწორად მახსოვს რომელი ნაკრები იყო არ ვიცი 8:0 რომ მოვიგეთ გაეტანა ზივზივაძეს. რის გამოც სანიოლი გაბრაზდა და პრესკონფერეციაზეც კი გააკრიტიკა. ასე რომ ხვიჩას დაელოდეთ უყურეთ და ისიამოვნეთ, ის მალე უფრო გააოცებს მსოფლიოს თუ გაანთავისუფლებენ უკან სირბილისგან, ყველა ხვდება რომ ხვიჩა ერთი სეზონის ფეხბურთელი არაა და უნდა დაუდგეს გვერდით ერთი მწვრთნელი და 10 ფეხბურთელი და ის ყოველთვის შექმნის საოცრებებს მინდორზე. მთავარია ხვიჩა ყველა ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯოს. ღმერთი შენსკენ ჩვენო ვაჟკაცო.
roma bejanidze
20:41 29-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული