იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:
"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.
"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.
"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.
"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.
"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი
"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]