"მხოლოდ მერეტია დამნაშავე? "კვარას" შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს?" - Sky Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

AutoSharing Option
Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალისა" და "ნაპოლის" (4:2) მატჩს გამოეხმაურა.

მარკეტის თქმით, შეხვედრის გარდამტეხი მომენტი 2:2-ზე ხვიჩას მიერ გაცუდებული მომენტი აღმოჩნდა.

"ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორია. მხოლოდ მერეტია დამნაშავე? ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ასეთი დარტყმები მარტივი მოსაგერიებელი სულაც არ გახლავთ.

ჩემი აზრით, ბევრად დიდი შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიამ დაუშვა. ოსიმენს საშინელი გადაცემა გაუკეთა, მას ეპიზოდის თავად დასრულება და დარტყმა შეეძლო. ამიტომ მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ზოგადად, შემტევების შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ,
თითქოს ეს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე", - განაცხადა მარკეტიმ.

ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

altრატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

alt"რუდიგერმა ცხოვრება გაურთულა... გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე შანსი გაანიავა" - რას წერს იტალიური პრესა "კვარაზე'

მკითხველის კომენტარები / 33 /
ხვიჩას რომ დაერტყა და ვერ გაეტანა მერე იმას დააბრალებდნენ, გვერდზე ოსიმენი იყო გახსნილი და იმას რატომ არ ჩააწოდაო, ასე რომ ასეთი ადამიანების გულს ვერასდროს მოიგებ.....და მწვრთნელი არ იყო დამნაშავე ბოლოს გაკეთებულ ცვლილებებზე???
ნათია
11:55 03-12-2023
0
ეზოს ფეხბურთს რომ არ გაცილებულან იმათგან მოდის უსამართლო შეფასებები ფეხბურთელებზე.
ხვიჩამ ჩაატარა კარგი თამაში.
მიქციეთ ყურადღება იმას რომ 2 ნომრიდან 11 ჯომერზე 80 მეტრი დისტანცია ჩააბარა მწვრთნელმა და მისი სირბილის კილომეტრაჟი ყველაზე მეტი იყო. აბა ჩააბარეთ ბელინგემს ეს დისტანცია ნაპოლიში და ვნახოთ რას იზამს. თამ გაითვალისწინეთ ნაპოლის დონე რეალთან მიმართებაში.
რეალის ყველა მოთამაშე დასვენებული იყო...
ლაშა
14:30 02-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული