წინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

AutoSharing Option
აგვისტო დაიწყო, "ნაპოლი" ახალ მწვრთნელთან ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც მალე დაიწყება. Sportall.ge მანამდე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გასულ სეზონსა და სტატიას, რომელიც 2023 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "იუვენტუსთან" (0:1) დამარცხდა, მან კი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ისე, ტურინელებს "კვარამ" მეორე წრეში გაუტანა, ნეაპოლელებმა (2:1) გაიმარჯვეს, ქართველმა გარემარბმა კი სეზონი 11 გოლითა და 6 შედეგიანი პასით დაასრულა. წერილში საუბარია გარკვეულ დისციპლინურ პრობლემებზე, რაც მოგვიანებით ასევე მოგვარდა...

"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი
წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა. ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე; ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უამრავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 73 /
რატომ ჩაარტყა თავი ზიდანმა მატერაცის?ღირსი იყო და იმიტომ ესროლა ბურთი იმ ბინძურ ანტი ფეხბურთელ გატის.რაც შეეხება მსაჯებთან კამათს თუ მოუკლებს კარგი იქნება
გოჩა
11 დეკემბერი 2023 10:10
6
იმიტომაცაა ასე აჭრილი და კომიკური თავი ზიდანი მისნაირი ყალიბის ფეხბურთელი რომ გონია, ზუსტააც ეს არის პროვინციალიზმი,თავში ავარდნას რომ ეძახიან, თორემ ვასკვლავური სენი კვარას ვერ შეეყრებოდა, რადგანაც ვასკვლავი ჯერ არ არის და ვერც ვერასდროს გახლდება ასე ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი, როგორც ამ ბოლო დროს არის. თუ დიდ ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია მოთმენის უნარიც უნდა გქონდეს,კრიტიკაც უნდა აიტანო,ფეხში მოხვედრაც და ყველაფერზე ხელები არ უნდა იქნიო უაზროდ. ხუთი მეტღიდან კარში რომ ვერ მოარტყამ, თბილისში თუ გინდ ესპანეთან 1-7 რომ წააგებ, ახალგაზრდულში თამაშს არ იკადრებ და ა.შ.ვიღაც გაგაკრიტიკებს აბა რას იზამს......თუ მარტო ის გინდათ ესპანეთში 1-3-ის წაგების შემდეგ სოც ქსელებში ხალხის ერთი ნაწილი ერთმანეთს,რომ კვარას, ჩაკვეს და საერთოდ გუნდს რომ ულოცავდა...წაგებას...გამოდის კვარას გოლი და ჩაკვეს საგოლე იყო მთავარი და არა ეროვნულიიი...
ჩასაფრებული
11 დეკემბერი 2023 12:37
11
ყველაფერი მენტალიტეტია... ქართველებს გვიყვარს ზედ დაკვდომა მაგრად რომ მოვაჩვენოთ თავი... ვერ ამოავსებ პატარა ბიჭი ვერაააა და მიხედე კარიერას ზომიერება ყველგან და ყველაფერში. დაუჯერე ჯიმა შენზე უფროსებს...
რონი
11 დეკემბერი 2023 09:38
10
დღევანდელი ფეხბურთი ვაჭრობად გადააქციეს რა სეზონი ქონდა კვარას და დელაურენტისი კიარადა არა კაცი ჩათლახი ვაჭარია როგორ არ უნდა გაეზარდა ხელფასი მოტივაცია დაუკარგა
გიორგი
11 დეკემბერი 2023 09:01
4
მე მაინც ქართული ხასიათის ბრალი მგონია და არა ადრეულ ასაკში მეუღლის მოყვანის. ეგრე ბექჰემმა ადრე მოიყვანა ვიქტორია და მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. ძალიან არ მინდა რომ იგივე დაემართოს ხვიჩას რაც ადრე ბევრ მაგარ ქართველ ფეხბურთელს.
Mirza
10 დეკემბერი 2023 23:54
9
რატომ ესროლა ბურთი გატის, რატომ ჩხუბობს მსაჯთან ყოველთვის, ნერვები აქ არაფერ შუაშია, რაღაც პროვინციალიზმის მაგვარი ჭარბობს ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ... არ ყავს წესიერი დამრიგებელი... ასეთი საქციელით ვერც კლუბში მოიპოვებს ნდობას ვერც ნაკრებში და საერთოდ დაიკარგება მისდამი დიდი კლუბების ინტერესი.. არ ვიცი რაღაც რომ ხდება ამ ბიჭის თავს ფაქტია, თვითონვე უნდა მოეგოს გონს...
დათო
10 დეკემბერი 2023 21:28
13
გატუზოს შესახებ თუ გსმენია? ან მასზე ნაკლებ აგრესიული პეპე გაიხსენე, თუნდაც ზიდანი თავისი საფირმო "თავურით"! თუ ასაკით პატარა ხარ დაგუგლე და ნახე მათი საქციელები და რომელი სად თამაშობდა მაგასაც ადვილად იპოვნი ინტერნეტში.
ბათუმელა
11 დეკემბერი 2023 09:35
2
იმ მომენტს თუ კარგად გავაანალიზებთ, ძალიან ადვილი გასაგებია, რატომაც ესროლა. გატის არასპორტული ქცევა მსაჯს რატომღაც "შეუმჩნეველი" დარჩა.
კირკიტა
10 დეკემბერი 2023 23:23
3
ყველა გამოხმაურება
კარიერა უკვე ჩააბარა შეყვარებული თუ ვინც არის..გახდა ერთი უბრალო რიგითი ფეხბურთელი
Asea
10 დეკემბერი 2023 21:07
28
ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა , იჩქარა ერთი -ორი წელი კიდე ოჯახი არ უნდა შეექმნა, სიმართლე ეგაა ტყვილა ველოდებით ძველებურად ათამაშებულ კვარას , ერთი ორი თამაში შეიძლება გაიბრწყინოს აი მთელი სეზონი გამორიცხულია...
დავითი
10 დეკემბერი 2023 20:55
21
კარგი სტატიაა. კვარამ ფეხბურთს დაუბრუნა საქართველო.
რაც შეეხება კვარას, მას ფიზიკურ მომზადებაზე სჭირდება მეტი დროის დათმობა. ბურთის მიღებაზე პერსონალური ვარჯიშია საჭირო. მისკენ გაგზავნილი ბურთი ხშირად იკარგება. არ მიყვარს შედარება, მაგრამ ოსიმჰენი მისკენ წამოსულ ბურთს არავის უთმობს, არც ზემოთ და არც ქვემოთ. კიდევ, ვისურვებდი რომ თვითონაც ებრძოლა ბურთის მოსაპოვებლად. გაქცეულ ბურთსაც ბოლომდე უნდა სდიოს. მოკლედ ინდივიდუალური მწვრთნელი სჭირდება, ერთი წლით მაინც. რაც შეეხება დრიბლინგს და პასს, მას ამაში ბადალი არა ჰყავს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არაა.
რაც შეეხება ნაპოლის, გამთამაშებლები არა ჰყავთ, რომლებიც მეტოქის პრესსინგს გაუძლებენ. მეკარეც სუსტი ჰყავთ.
ლევანი
10 დეკემბერი 2023 20:13
7
ბრაგასტან არ იქნება დაიწერა უკვე აქ გრიპის მიზეზი არ უნდა იყოს...ისე შეიძლება წაადგეს ერტი ან ორი ტამაშის გამოტოვება
აკა
10 დეკემბერი 2023 20:06
2
ხვიჩა, დაემორჩილე ხალხის ნებას, იღე ყურად ხალხის ძახილი და გაშორდი ცოლს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე თავიდან დაქორწინდი, სად გეჩქარება!
რა დროს ცოლია, როცა წინ ფეხბურთია
10 დეკემბერი 2023 19:36
30
ექიმს გაესინჯე, შე საწყალო.
გიორგი
11 დეკემბერი 2023 15:09
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული