პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბრაგას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ 2:0 ამარცხებს.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა

გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაშამდეც ვწერდი ხვიჩა ამ 4-3-3 სქემაში რეგრესს განიცდის და სქემა შესაცცვლელიაქ მწვრთნელს თქო მაგრამ ისევ იგივე. სისწრაფე ვაღიაროთ სამწუხაროდ დაკარგული აქვს და ვილოცოთ ეს მხოლოდ ცუდი ფიზიკური კონდიციის ბრალი იყოს, ეს მაძარი კიდე ტაქტიკას არ ცვლის 3-5-2 -ზე და ისედაც შენელებულ ხვიჩას უკან სირბილით იმ შეზღუდულ ენერგიასაც აცლის ნათანისთვის დაცვაში მისახმარებლად მონოტონური სირბილი. ამის გამო კი შეტევაში ვიღებთ განახევრებულ გამოფიტულ ხვიჩას რომელსაც 2 მიჩენილი მეურვე მარტივად ანეიტრალებს. ცალკე თემაა ეს ყბადაღებული საფინიშო დარტყმა ამას მრავალსაათიანი ვარჯიშების გარდა ვერაფერი გაუუმჯობესებს. ზედმეტად ემოციურია თვითოეულ მომენტს განიცდის და "იპრესება" ეს კი დამღუპველია ფეხბურთელისთვის. დააკვირდით ბურთს როცა ურტყამს თითქოს მთელი დაძაბულობა აღებეჭდება სახეზე იმ მომენტში რაც პირიქით უნდა იყოს როცა შემტევი ხარ და გოლის გატანაც გევალება დინჯად და აუღელვებლად უნდა უშვებდე ბურთს კარისკენ და არა ესე მთელი ძალით მოქნეულს რომელსაც ბუნებრივია ზუსტ ტრაექტორიას ვერანაირად ვერ მისცემ. წინა სეზონში გუნდიც დალაგებული იყო, მონდომებაც მეტი ქონდა და მსუბუქი ფეხები ქონდა.
ჩვეულებრივი თემაა სერია ა მვპ გახდი, კვარადონას გეძახიან, ტოპ 20 მოხვდი მსოფლიოს, მამუკა და მამა და ყველა ირგვლივ ეუბნებიან რო მაგარი ხარ ხვიჩაა მაგარი და რეალები და მანჩესტერებიოო აქეთ საქართველოში პრეზიდენტობის არჩვენებში რო მიიღოს მონაწილეობა მოიგებს.
ხო და თუ ყველა მეუბნება რო უკვე მონსტრი ვარ საუკეთესო რა მოტივაცია უნდა მქონდეს რო სეზონის მერე ორმაგად ვივარჯიშო? პლიუს ცოლი თემა შანსი არაა არ იმოქედოს.
ხო და უკვე დაიჯერა რო კლასის ხარჯზე შეუძლია დაიწყო სეზონი და ფეხები ვერ მირბიან ორი კაცი გაზის, არ გამოგდის ისე კარგად და მარტივად და აყვა ნერვებს.
არა და უბრალოდ ვინმეს უნდა ეთქვა რო პირველი სეზონი დაივიწყე ეგ არაფერია, აი ეს სეზონი იქნება გაცილებით მძიმე და ორმაგად უნდა მოემზადო ფიზიკურად ტაქტიკურად, ახალი ტრიუკები უნდა მოიფიქრო რო მცველებს გასცდე. მაგრამ ვინ ეტყოდა ამას,
პლიუს ცოლის თემა აი დროს და კონცენტრაციას ხო წაგართმევს ცოლი უეჭველი თან ახალ დაქორწილებული რო ხარ გინდა არ გინდა იქ გეტყვის წამო მონაკოში ან სადმე
ადრე მარტო ფეხბურთი იყო მის ცხოვრებაში როგორც ვიცი და მაგიტომაც მოვიდა აქამდე. ასეთი სისწრაფის კლება გახურებულ ჩემპიონატში პირდაპირ იმის ნიშანია რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ სათანადოდ არ აქვს ფეხბურთელს ნავარჯიშები ფიზიკურად რომ ახალ სეზონში შესაბამის ტონუსში შეხვედრილიყო.
Charley
03:30 13-12-2023
3
ნაპოლის მწვრთნელმა ცეზარი მაცარიმ დაცვაში უნდა მოსინჯოს კვარა. ვინ იცის, იქნებ ხვიჩაში კალაძის საფეხბურთო გენია იმალება
იკა
01:15 13-12-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული