ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს" - ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ "პარტენოპეისა" და "ბრაგას" (2:0) მატჩი შეაფასა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.

"კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს. როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად, იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა", - განაცხადა მაურომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "ბრაგასთან" გამარჯვებით 1/8-ფინალის საგზური
მოიპოვა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

altპირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბრაგას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ