"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეცი" დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.

"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 37 /
თუ გიორგის რამის თავი ჰქონდა, მეოთხე ლიგის გუნდისთვის უნდა გაეტანა,ახლა ვეღარავის ვეღარ დაადანაშაულებს ვერაფერში,აგერ ხვიჩას აკრიტიკებენ ყველა თამაშში გოლი რატომ არ გაგაქვსო?თან სად იტალიის უმაღლეს ლიგაში!!!
!!!
24 დეკემბერი 2023 16:03
32
გიოს რომ რაიმეს კი არა ძალიანაც ბევრის თავი აქვს, ლიგა ორშიც დაამტკიცა და რაც მთავარია ლიგა ერთშიც, სადაც სამ თამაშში ორი გოლი და ერთი ასისტი ქონდა! უბრალოდ აიაქსში ყველაფერი გააკეთეს რომ ფორმიდან ამოვარდნილიყო და თან არცერთხელ თავის ადგილზე არ ათამაშეს. ცენტრალურ მცველად დაეყენებინათ ბარემ!ძალიანაც კარგი მაგ ორღობის გუნდიდან რომ მიდის!
კაი ერთი
24 დეკემბერი 2023 17:48
1
კობიაშვილის , მუჯირის და მათი *გუნდი პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის დონე* - პლინტუსს დაბლაც კი აღარ არის . საერთოდ - უსასრულობაშია.
კახაბერი
01 იანვარი 2024 16:27
6
ნაკრებში გამოძახებაზე სტავკა აქვს კობიაშვილს.ევროპაში მყოფ ერთ ერთ მშობელს მოუწია…დანარჩენი ჟურნალისტებმა მოიძიონ
ავთო
24 დეკემბერი 2023 15:38
19
კობიაშვილი მაგრად არ მევასება როგორც ფედერაციის პრეზიდენტი! მაგრამ რაც შენ დაწერე ყველაზე რბილად რომ გითხრა სიშტერე დაწერე თან დიდი!
ნიკა
24 დეკემბერი 2023 19:01
8
მაგ უაზრო ჭორაობას გირჩევნია ისდწავლო ქართულად წერა - ,,ერთ ერთი " იწერება ტირით . ერთ-ერთი !
gpi
24 დეკემბერი 2023 17:30
3
ყველა გამოხმაურება
ახლა ძალიან მარტივია ლაპარაკი მაგაზე. რომ გამართლებოდა და ნდობა ქონოდა აიაქსში მერე ხო სხვანაირად დაიწყებდით ლაპარაკს. არ არის მართებული ასეთი აპელირებები.
._.
01 იანვარი 2024 16:23
3
ხორვატიის ნაკრებს რა ლამაზი "გოლი" გაიტანე, ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება... )))
....
24 დეკემბერი 2023 22:48
9
დიზლაიკებს რატომ წერთ? )) მომხდარი როდის უნდა აღვიქვათ სწორად?
....
30 დეკემბერი 2023 17:18
1
გაუტანე
....
24 დეკემბერი 2023 22:59
2
მერემ მართლა იტყვიან არველაძეებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთიო რა უნდოდა აიქსში იყავი სადაც ხარ
მლია
24 დეკემბერი 2023 14:32
7
ჩემი აზრით გიორგი შეცდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ არ ითამაშა. ეს მისთვის კარგი ასპარეზი იქნებოდა თავის წარმოსაჩენად. იქნებ მისით კარგი გუნდი დაინტერესებულიყო! ასეთ ელემენტარულ შეცდომებს მის მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი არ უნდა უშვებდეს!
დო მაჟორი
01 იანვარი 2024 16:20
3
ვათანხმები კობის
ლექსო
24 დეკემბერი 2023 21:17
16
რაოდენ სამწუხაროც არ იყოს გამოჩნდა რომ მიქაუტაძე არის მეორე ლიგის დონის მოთამაშე, დიდი განსხვავებაა სისწრაფესა და ტაქტიკაში და სწორად ამას ვერ აჰყვა, 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ მეცში ძველებურად ვერ ათამაშდება, ლიგა1 გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ერედევიზიონი, თან უფრო ძალისმიერია. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ ჩემეული ხედვა ასეთია
მამუკა
24 დეკემბერი 2023 18:29
38
თუ მიქაუტაძე მეორე ლიგის მოთამაშეა , ,აში ამ ფორმაციის აიაქსი საქართველოს *ჭ* ლიგაშიც არ იმსახურებს თამაშს.
კახაბერი
01 იანვარი 2024 16:32
0
კომენტარებს გადავხედე და ზოგს ჯერა ჯერ კიდევ რომ ახალგაზრდულში რო არ ითამაშა მართლა პირადად თავისი გადაწყვეტილი იყო ეგ ამბავი, არადა ხვიჩაც და ჟორჟიც ყველა ინტერვიუში თუ ვიდეოკლიპში მაგ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლაპარაკობდნენ და რა მოხდა ბოლო 12 სააათში , გათენდა თუ არაა ნახევარი სააათის ინტერვალში ორივეს პირად ფეისბუქზე კოპირებული ტექსტები დაიწერა რო თურმე ვერ ითამაშებდნენ, ვერ ითამაშებდნენ კი არა ესენი რო გამოეძახებინათ მაგათ გამო ორი სხვა სიიის მიღმა რჩებოდნენ და მერე ისენი გასაყიდად უნდოდათ , უამრავი აგენტი ესწრებოდა თან ამ ტურნირს, ანუ ის კი არ იყო მნიშვნელოვანი რომ რაც შეიძლება ძლიერი და ბომბა ბაკრები გვყილოდა და მართლა სერიოზული შედეგი დაგვედო არენ ვუღაცის პირადი კარიერა მოყომარებულიყო და ვიღაცას რაღაცა მაყუთი გაეჭრა, ჟურნალისტებიც იყო რო ტვუბს ბურღავდნენ და თავს იკლავდნენ რომ არ უნდა ეთამაშა ამ ფეხბურთელებს არანაირაფ იმიტომ რომ თურმე საფრანგეთი და იტალია და ესპანეთი ამ ტურნირებს არ აღიქვამდა სერიოზულად, ანუ საქართველოს ადარებდნენ ამ ბობოლებს წარმოვიდგენიაათ, მპამპეს არ იძახებენო და ჩვენც ხვიჩა რატო უნდა გამოვიძახოთო, აი აზროვნების კოეფიციენტს დაუკვირდით? რაც შეეხება აიაქს , აქაც ისე წერს ზოგი აიაქსის თანამში არ უნახია, მითუმეტეს თასის თამაში და აცდენილია ისე რეალობას და აზრი არ აქ ახსნას, კობიაშვილზე რა უნდა თქვა? არც არაფერი აწი, კაცი რო იმას იყვის რა მნიშვნელობა აქ მე დეპუტატი ვიქნები თუ ფედერაციიის პრეზიდენტიო? ფეხბურთს სად დავაკელიო? და არ უშლის ეს ხელსო ერთმანეთსო, და ასე ჯერა , ამის შემდეგ აზრი აღარ აქ მაგ ადამიანზე რამის წერას! მე პირადად ხელი მაქ ჩაქნეული , ანუ არ არსებობს ეგ ადამიანი!
Vasili
02 იანვარი 2024 10:51
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული