"ბაიერნმა" მამარდაშვილის შეძენა გამორიცხა? - რა გეგმები აქვთ მიუნხენელებს ნოიერის შესაძლო შემცვლელზე

AutoSharing Option
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ "ბაიერნი" მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს, რომელიც უკვე 37 წლისაა და შესაძლოა, კარიერაც მალე დაასრულოს.

მისი ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის ბოსები ძალიან კმაყოფილნი არიან "შტუტგარტში" განათხოვრებული კიპერის ალექსანდერ ნიუბელის ასპარეზობით და ვეტერანი კარის დარაჯის შემცვლელსაც სწორედ მისი სახით ხედავენ.

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ნიუბელს კონტრაქტი გაუხანგლძრივოს. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" სახელს გიორგი მამარდაშვილსაც აქტიურად უკავშირებენ. მიუნხენური გრანდის გარდა ქართველის მიმართ ინტერესი არაერთ დიდ გუნდს აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგის სეივების ვიდეო
https://youtu.be/nEDA1h4CMIU?si=7pFHcfedhVQ8eviO
ქ. გ.
06 იანვარი 2024 15:38
0
მედია, ნუ უსწრებ მოვლენებს!!!!
გურული NEWS !
06 იანვარი 2024 15:03
2
მერამდენეჯერ უნდა ჩაიგდოთ ტავი ასეტ უხერხულობაში? ჯერ ერთს ამბობთ მერე თურმე არც ყოფილა და იგივვე სტატიაში ისე იგივეს აკეთებთ და უკავშირებთ არაერთ დიდ გუნდს სად ნახეთ ვინ გითხრათ ზაგხულამდე ყოველდთე უნდა წეროტ? მშვენიერ ადგილზეა ვალენსიაში
ნოდო
06 იანვარი 2024 12:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული