ჯუღელი ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება - ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მალე ხვიჩა "პარტენოპეისთან" ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერს.

"კვარაცხელია წელიწადში 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იტალიურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ეჭვგარეშეა, რომ ქართველის კონტრაქტი გადახედვას საჭიროებს, ჩვენი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ამასთან დაკავშირებით მუშაობს.

ქართველის ანაზღაურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით, დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხელშეკრულება კი 2028 წლამდე იქნება გათვლილი", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"გეტყვით, კვარაცხელია "რეალში" როდის გადავა" - ცნობილი საფეხბურთო აგენტი

altკვარაცხელიას დიდოსტატობა შედეგიანად არ დასრულდა - ხვიჩა ზუსტად 1 წლის წინ და ახლა...

მკითხველის კომენტარები / 40 /
jugeli,jugeli,jugeli ra waiget tvini am jugelit xo moisminet kvaram rac tqva ojaxis axlobelia mamasavit myavs da masshi echvi ar meparebao!! jugelis gulshematkivari ar var gmertma damifaros magram isic Faqtia ro kvara gadaiyvana top-5 ert-ert karg gundshi es faqtia,axla vigacebi ityvit kvara nichieria,talantia da magis gamo moxvda mando,,ki batono getanxmebit magram ramdeni nichieri axalgazrda talanti yolia saqartvelos kvaramde da vin miagwia magdens?? erti sityvit kargi iqneboda kvaras sxva agenti yoloda magram rac aris eg aris 12-15 weli magas unda ganvixilavdet exla vin yavs kvaras agentii
gel-100
10:23 17-01-2024
2
თუ ხელფასია დაბალი, შესაბამისად დაბალი უნდა იყოს მაშინ გამოსასყიდი თანხაც. ოსიმენის შრმთხვევაშია 13 ჯერ მეტი ხელფასზე 10-130, ხვიჩას შემთხვევაში 15 ჯერ მეტი რომ იყოს 4-60 მლნ. ასე მეტი თავისუფლება ექნებოდა, 2028 წ მდე დატყვევებულივით არ იქნებოდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული