ოფიციალურად: მექვაბიშვილი რუმინული გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი თბილისის "დინამოდან" კრაიოვას "უნივერსიტატეაში" გადავიდა.

"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილს 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში ის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Fanatik.ro-ს ცნობით, თბილისის "დინამო" 750 ათას ევროს მიიღებს და კიდევ 20%-ს შემდგომი ტრანსფერიდან.

"უნივერსიტატეა" რუმინეთის ჩემპიონატზე 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა და 21 იანვარს "ფარულს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ 4,5 წელიანი კონტრაქტი რუმინეთის გუნდთან?
ნიკა
21:52 19-01-2024
0
Imitom tenidnen nakrebis shemadgenlobashi kraiovashi rom gaeyidat???
L.J .
22:10 19-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული