ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლოჩოშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
სერია B-ს 23-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე 1:0 დაამარცხა აუტსაიდერი "ლეკო".

სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო.

კრემონელებმა ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს, 44 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერ "პარმას" 4 ქულით ჩამორჩებიან და 10 თებერვალს "რეჯანას" უმასპინძლებენ.

ლეკო. "რიგამონტი კეპი"
ლეკო - კრემონეზე 0:1
გოლი: კოდა (54, პენ)