
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა - ის მიმდინარე ტურნირზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მთლიანობაში კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თამაში sofascore-მა 6.9 ქულით, flashscore-მა კი 6.8-ით შეაფასა.
„კრემონეზე“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და 3 თებერვალს სტუმრად „ლეკოს“ დაუპირისპირდება.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ბრეშია 1:0
გოლი: აბრეგო (30)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს