"სუპერკვარას" მაგია და არდანიშნული პენალტი - რა ითქვა "ვერონასთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" "ვერონასთან" შესანიშნავი გოლით გამარჯვება მოუპოვა და ყველა აღაფრთოვანა.

Ilmattino წერს, რომ 25 მეტრიდან მარგალიტმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "სუპერკვარას" მაგიამ ძვირფასი სამი ქულა მოუპოვა.

ნამატჩევს ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია ჩემპიონია, რაც გასულ სეზონში აჩვენა, რამდენიმე მცველი მეურვეობს, მაგრამ დიდი კლასის მქონეა, ისევ გადასწიეს ცენტრში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გალიაში ექცევა, ამან იმუშავა და შედეგი გამოიღო.

მაცარიმ ხვიჩას წაქცევისას არდანიშნულ პენალტზეც გააკეთა კომენტარი: "ასე წვალებით გამარჯვება ბოლოს და ბოლოს უფრო სასიამოვნოა. ბევრი მომენტი შევქმენით და
მოვიგეთ. VAR-ს ხვიჩას ეპიზოდში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა. მაშინ თამაშის სურათი შეიცვლებოდა და უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდით".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ მარგალიტია, სპილენძის გასამრჯელოს რატომ იღებს?
დავით ჩალაძე
03:45 05-02-2024
4
პირიქით: მაძოკი (კიდევ ერთხელ) გასაგდები იყო და პენალტიც, ბოლოს აქეთ უნდა დანიშნულიყო!
ცუდი სუნი ასდიოდა ამ თამაშს, საერთოდ
vava
23:35 04-02-2024
94

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული