ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯანფრანკო ძოლამ რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ვერონასთან" გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა:

"მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ბურთს აკონტროლებდა და კარგად დაარტყა. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დიდი ტალანტია. ბურთის მიღებამდე უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ისევე, როგორც მთელმა "ნაპოლიმ", მან გასულ სეზონში გასაკვირად ითამაშა. ახლა, ზოგიერთი თავდაპირველი სირთულის შემდეგ, რაც საჩემპიონო სეზონს თან სდევს ხოლმე, თანდათან ფორმაში დგება. ისევ აკრიფა ტემპი და გუნდისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მის გამო გახარებული ვარ, ვინაიდან
ყველაფერთან ერთად, ძალიან მაგარი ბიჭია".

ასევე დაგაინტერესებთ