"ფროზინონე" ფლორენციაში განადგურდა - კვერნაძე მაინც არ ათამაშეს

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ფიორენტინასთან“ 1:5 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 23 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს და 18 თებერვალს „რომას“ უმასპინძლებს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“

ფიორენტინა - ფროზინონე 5:1
გოლები: 1:0 ბელოტი (16), 2:0 იკონე (19), 3:0 მარტინესი (43), 4:0 გონსლესი (53), 4:1 მაციტელი (66), 5:1 ბარაკი (85)

alt"გამოისყიდის თუ არა "ფროზინონე" კვერნაძეს? - კლუბის სპორტული დირექტორის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვიცი ახლა ამას გამოაქვეყნებთ თუ არა , მაგრამ მოდი ახლა სიმართლე ვთქვათ _ არ არის კვერნაძე მაგ დონის ფეხბურთელი , უბრალოდ ვიღაცა მფარველობს, ბავშვობაში შეიძლება რაღაცას ფინტაობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში არ ჭრის ეგ ფინტაობა, მარგი ქმედების კოეფიციენტი _ ეს არის მნიშვნელოვანი , საგოლე შეტევის დაწყება, საგოლე პასი , გოლი , ზუსტი პასი, ართმევა , მოგებული ორთაბრძოლა და ა. შ. გამოდის გეგუჩაძე მართალი იყო რომ ბევრ დროს არ აძლევდა .
ჯ.ს.
11 თებერვალი 2024 22:10
4
სულ მართალი, რომ იყოთ ახალგაზდა კაცზე ასე რატომ წერთ. ყველა კვარა ვერ იქნება, რომ საქართველოს ჩეპიონატიდან პირდაპირ ძირითადში მოხვდეს. გუნდში პირველი სეზონია და სათადარიგოთა სიაშია მუდამ, ხანდახან თამაშობს კიდეც, ამაზე კვარამდე მხოლოდ ვიოცნებებდით. თანაც მწვრთნელი ამბობს, რომ თუ სერია ა- ში დავრჩებით აუცილებლად გამოვისყიდითო. თქვენი კომენტარი მი ძალიან აცდენილია ამ ამბებს.
გიზოგ
11 თებერვალი 2024 22:41
1
ძაანაც კაი, რომ არ ათამაშეს თორემ ჩვენ იმფერი ბედი გვაქ წუთნახევრითაც, რომ გამოეყვანათ ამ წაგებას მაინ მაგას დააბრალებდნენ.DDDDDDDDDDDD აგერ საზონოვი როცა მედანზეა ტორინო გოლს არ უშვებს მარა ყველაზე დაბალს მაინც საბას უწერენ.D
ttt
11 თებერვალი 2024 20:57
0
ძალიანაც კარგიიი ! ვინც ჩვენ ფეხბურთელებს არ აფასებს ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი ანგარიშებით განადგურებას P
zura222
11 თებერვალი 2024 19:18
1
კვერნაძის ფროზინონე უნდა დაეწერათ სათაურში
Gio
11 თებერვალი 2024 18:58
0

სიახლეები პოპულარული