"გამოისყიდის თუ არა "ფროზინონე" კვერნაძეს? - კლუბის სპორტული დირექტორის განცხადება

AutoSharing Option
"ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ პრესკონფერენციაზე გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა.

ანჯელოცის თქმით, "ფროზინონე" ახალგაზრდა შემტევს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ გუნდი სერია A-დან არ გავარდება.

"იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის შენარჩუნება ნამდვილად გვსურს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ", - განაცხადა ანჯელოციმ.

შეგახსენებთ, კვერნაძე "ფროზინონეში" გასულ ზაფხულს ბათუმის "დინამომ" გაანათხოვრა, 21 წლის გარემარბმა იტალიური გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩი გამართა.

"ფროზინონე" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

alt"ფროზინონე" "ვერონას" ფრედ ეთამაშა - კვერნაძე სათადარიგო

იყო

alt"ფროზინონე" ისევ განადგურდა - კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო

alt"ფროზინონე" ვარდნას აგრძელებს - კვერნაძე არ ათამაშეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას მაგარი პატრონი გამოადგა, მაგარს ქაჩავენ ტიპს, მაგრამ რაც არ შეუძლია მეტი რა ქნას! ტიპი თელავში ვერ ყომარობდა, ბათუმს ააყვანინეს და იქ ვაბშე არაფერი გაუკეთებია და სერია ა ში გატენეს, მაგრამ აჰა... სალამური და ყურებიანი ქუდის თემაა
ლაშა
15:43 08-02-2024
0
ეს კვერნაძე დიდი არაფერი. მაბოლოს მაინც ყაზახეთის ტობოლი ან ქაისარია ამის პერსპექტივა. აგრე ნახავთ თუ არა
ვაჟა
10:40 08-02-2024
2

სიახლეები პოპულარული