"თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს" - "ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"პარტენოპეის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.

"ჩემი აზრით, "კვარა" ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს", - განაცხადა დენისმა.

შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლის" ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟერმანმა "პარტენოპეის" რიგებში 63 მატჩი გამართა, თავი
კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

მკითხველის კომენტარები / 30 /
გამოტყვრა კრეტინი ვეტერანი. +5 სათვალეები ამ ვეტერანს, ეტყობა სიბერეში დაბრმავდა.
Რაგბის ფანი
06:17 14-02-2024
0
აცალეთ ამ კაცს - თავისით გაგიჟდება, იმიტომ რომ ლაპარაკობს კვარაზე და მგონი ამ დროს ცხონებული ილო დათუნაშვილის თამაშს აკომენტარებს! ილო უდიდესი მონაცემების ფეხბურთელი იყო, არარატს 25 წთ-ში 5 ბურთი შეუგდო, ტაშკენტში კი 1964წ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია გურული კრიმანჭულივით მოსკოვის ტორპედოს კარში ოთხიდან პირველი ბურთი. მაგრამ "თავდაღუნული" თამაშობდა.
ვაჟა მასწავლებელი
01:13 14-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული