ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

BarcaTimes: "ბარსელონა" კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

AutoSharing Option
BarcaTimes-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ.

"სელტას" ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია "ბარსელონაში" უნდა გადავიდეს: "მჯერა, ხვიჩა "ბარსელონაში" აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა.

თუ 90-100 მილიონ ევროზე ვისაუბრებთ, ეს საერთოდ გაუგებარია. საიდან მოდის ასეთი თანხები, არავის არ შეუძლია გაიგოს. ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინაიდან ბოლო 2-3 წელიწადში მსგავსი ტრანსფერები ვიხილეთ.

ხვიჩა
ახალგაზრდაა. აღარც ვილაპარაკებ, რომ პერსპექტიულია, რადგან კარგა ხანია ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკუდეტო მოიგო და რაზეა საუბარი? მას მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს".

ასევე დაგაინტერესებთ