"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ამ ცისარტყელა კანავაროს უყურეთ რა დღეშია.
ეეე
17:47 23-02-2024
2
თავაძის ქმრობა მასე მარტივი არაა! უკვე გამაიყვანა წყობიდან!
xuta
10:39 23-02-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული