კალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კალიარის" შეხვდება. ნეაპოლური გუნდი გუშინ გაემგზავრა სარდინიაზე. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, მაგრამ ის "პარტენოპეის" გაჰყვა. ნეაპოლური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით, პიოტრ ზილენსკი განაცხადში დააბრუნეს. ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა და საასპარეზოდ მზადაა. ნეაპოლში მხოლოდ სირილ ნგონჟი დარჩა.

ქართველ გულშემატკივარს პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებს, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩისას შეცვლის გამო მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. Il Mattino წერდა, რომ ქართველი შეიძლებოდა
დაეჯარიმებინათ და "კალიარისთან" სათადარიგო ყოფილიყო. თუმცა, Sky Sport და calcionapoli24 ირწმუნებიან, რომ კვარაცხელია სასტარტოში იქნება და "ნაპოლი" შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:

მერეტი, მაცოკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

დაპირისპირება "სარდინია არენაზე" თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altსამაგალითო მეგობრობა გრძელდება - ასე გაამხნევა ოსიმენმა კვარაცხელია [VIDEO]

alt"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

alt"დე ლაურენტისი რამდენიმენაირი არსებობს"- სპალეტიმ "ნაპოლის" პრეზიდენტს დასცინა

alt"თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, აუცილებლად გამომეხმაურე" - სპალეტიმ "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარს მიმართა

altPREVIEW. ხვიჩა "კალიარისთვის" გატანას კვლავ აპირებს, მწვრთნელი მას "გაიცნობდა", მედია კი დასჯაზე წერს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა წაიღეს ტვინი, ოსიმენი რომ გამოცვალეს ადრე სულ ხელებს და ფეხებს იქნევდა და არავის მოსვლია თავში მისი დაჯარიმება, ისე ხვიჩას მეტი თავშეკავება მართებს მოუხშირა ყვითელ ბარათებს და გარედანაც არ არის კარგი საყურებელი, რაც უფრო თავშეკავებული იქნება უკეთესია მისთვის და უფრო ღირსეულადაც წარმოჩინდება
მიხო
25 თებერვალი 2024 12:08
1
წარმატებები ხვიჩას და მისი მონაწილეობით ნაპოლის გუნდს
მაია
25 თებერვალი 2024 10:45
1
ჩვეულებრივი რეაქცია ქონდა ხვიჩას, არავისთვის დაურტყავს და არ უგინებიან არავისთვის, მას თამაში უნდა მორჩა და გათავდა...კალცონასნაირი ბევრი ეყოლება კიდევ, უბრალოდ დღეს ნაღდი უნდა დაუმტკიცო ხვიჩა რა შეგიძლია მიდი ძმა ჩვენ ხომ ვიცით რომ შეგიძლია....
Data
25 თებერვალი 2024 14:38
4
რაო,რაო? ევროპაში არ არის მიღებულიო? კი მაგრამ ევროპისგან არ გვაქვს ყურები წაჭმული გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შესახებ? როგორ ,კაცს თუ ეწყინა არ გამოხატოს? მოიაფირისტოს და სიცილ-ხარხარით გავიდეს მოედნიდან? იქნებ არ შეუძლია აფერისტობა და ამიტომ უნდა დასაჯონ? დავწვი ევროპული სამართალი,მათი კანონდებულება ,მათი აზრი ,მოფიქრება ,მათი მირონცხებულობა.
არგუტი
25 თებერვალი 2024 17:20
1
რა თქმა უნდა უმჯობესია ხვიჩამ ასე აშკარად არ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან ეს ევროპაში არ არის მიღებული, თუმცა ასეთი შემთხვევები და უფრო მეტი უწესობა ბევრი მინახავს, განსაკუთრებით 90-ანებში ევროპის მაშინდელი ვარსკვლავების შესრულებით (გასკოინის,ანრის, განსაკუთრებით კანტონას მიერ და ა.შ.) და ქვეყანა არ დაქცეულა, ამიტომ ეს ვითომ სკანდალი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია და მეტი არაფერი, უფრო მეტსაც გეტყვით თვით საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს, როდესაც ხმის ამოღება იკრძალებოდა 1980 წელს ტაშკენტში გახლდით თბილის დინამოსა და ტაშკენტის პახტაკორის მატჩზე სადაც თამაშის მიწურულს 10 წუთით ადრე ახალკაცმა ჩივაძის გამოცვლა მოინდომა (3:0 ვიგებდით), ჩივაძე მოედნის გვერდითი ხაზთან მივიდა ახალკაცს რაღაც გაბრაზებით შესძახა შესაბამისი ჟესტიკულაციით და მოედნიდან არ გავიდა!!! თამაში გაგრძელდა და მეორე დღეს არც თბილისში და ცენტრალურ პრესაში არაფერი არ დაწერილა.
დურუ
25 თებერვალი 2024 13:52
2
რაოო? ხვიჩა მარცხენა აუტჩიკადოო? ცაციაა და წესით მარჯვნივ უნდა დაეყენებინათ. თუ სიტყვა დაყენება ჯერ კიდევ სამარცხვინო არ არის დღეს..
თუ სამარცხვინოა, მაშინ მიაყუდონ თქვა. აბა სხვა რა ვქნა?
კ ო მ ბ ლ ე
25 თებერვალი 2024 11:57
26
არაფერი თქვა საერთოდ.დადუმდი.
ვაჰმე
25 თებერვალი 2024 12:10
1
ასეთ კომენტარებს რო წერ შეგიძლია აგვიხსნა კვარა რატო არ მოგწონს? პირადულია რამე თუ სხვა ამბავია?
zura
25 თებერვალი 2024 12:45
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული