კვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 1:1.

მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში
"კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში თვალსასეირო ვერ იყო, ნეაპოლელებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, შემდეგ  ვიქტორმა რასპადორის პასი გამოიყენა და სკუფეტის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ უკვე დაეუფლა უპირატესობას, ოსიმენმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. 72-ე წუთზე კალცონამ „კვარა“ პოლიტანოთი შეცვალა. შემდეგ პოლიტანომ და ასევე შეცვლაზე შესულმა სიმეონემ შანსები ვერ გამოიყენეს, ბოლოს ლუვუმბუმ ჟუან ჟეზუსის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბუ (90+6)

მკითხველის კომენტარები / 42 /
ვარსკვლავური სინდრომი ჭირს უკვე. ესაო და თამაშიდან გაყვანა როგორ მაკადრესო, გაიყვანეს და სათადარიგოთა სკამზე თანაგუნდელებთან დაჯდომა არ იკადრა, იქვე ჩამოჯდა მინდორის კიდეში, გაუთავებელი უაზრო გაპროტესტება, ასე შემდეგ და და ასე შემდეგ.
ბადრი
26 თებერვალი 2024 11:19
5
ნაპოლის დაცვა ზეროოოოოოოოოოოოოოო
bebe
26 თებერვალი 2024 09:48
2
ნახეთ მწვრთნელის მოტივირება და ტაქტიკა. რა დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს კლოპმა თასი მოოგო. ლიდერები ტრამვირებული იყვნენ და მეორე გუნდიდან 4 თინეიჯერი გადმოიყვანა. თითოეულის ფასი 300კ არ აღწევს. მაგრამ საუცხოოდ ითამაშეს და მოიგეს.
სპალეტი საშუალო დონის მწვრთნელი იყო და ათამაშა კვარა. ამიტომ ვიძახი მნიშვნელობა არ აქვს სად გადავა კვარა
მე კი მინდა ლივერპულში მაგრამ მაინც.
მთავარია კარგი მწვრთნელი იყოს და ეს დაუმუშავებელი მარგალიტი დაამუშავოს და ნამდვილი ხვიჩა გამოძერწოს
აქვს ამის პოტენციალი

ვანჩოპე
26 თებერვალი 2024 00:56
4
კიდევ ვიტყვი კვარაცხელიას სტატიებით სულ გააფუჭებთ.
72 წუთი 2-3 კაცი ყოველთვის დასდევდა და ფეხი არ გაანძრევიეს....ჯუღელს და მამამისს უნდა წაეყვანთ სხვა გუნდში გამდიდრება რომ მოინდომეს ...რატო დავწერ კვარაცხელია და ოსიმენი არიან ნაპოლიში გამორჩეულები დანარჩენები ვერა ჩვეულებრივი მოთამაშეები არიან და მოწინააღმდეგეს ყოველთვის ყავს 2 დამცველი..რომ კვარაცხელიას დაუდგნენ..ამიტომ ჯობია გადავიდეს ისეთ გუნდში რომ შეტევაში არც ერთ დამცველს არ ყავდეს მიმაგრებული 2 ყველა ძლიერი რომ არის ეს მიახლოებით.....
დღეს რომ გაიყვანა ხვიჩა იმიტომ შეუტია ნაპოლი თავისუფლად რომ თითო შემტევს ერთი დამცველი ყავდა და უფრო უადვილდებოთ მომენტების შექმნა...სპალეტი ამას კარგად ხვდებოდა და იყენებდა სხვა ბიჭებსაც...შედეგიც მიიღებს.
კვარა ჯობია წავიდეს მაგ გუნდიდან თორემ ძაან მოუკლებს.
მედიას მივმართავ გთხოვთ ამ გვერდზე რომ შემოვდივარ სულ კვარას სტატიები.გეყოთ ყველას გეყოთ ნუ გააფუჭებთ ამ ბავშვსს ....ნათქვამია შეძახილმა ხე გაახმოო.....
ადამიანი
25 თებერვალი 2024 22:16
14
მერე სხვა გუნდში არ დაუყენებენ 2-3 მოთამაშეს?
ბადრი
26 თებერვალი 2024 11:07
0
პირიქით ეგ გუნდისთვის უკეთესი უნდა იყოს თუ ერთ ფეხბურთელს 3 დასდევს. ოსიმინია, პოლიტანო, რომელიც ბოლო თვეებია ხვიჩაზე უკეთესად გამოიყურება. ნაპოლი კი არის, მაგრამ არც ისეთი ცუდი ფეხბურთელები ყავს. რპმ თქვა ხვიჩას გადაეკიდნენ მარტოო. თან ამის გამო ვერ თამაშობს გუნდიო. კალიარი რომ კალიარი ისიც კი ისარგებლებდა იმით რომ მის თუნდაც წამყვან ფეხბურთელს სამი კაცი რომ მისდევდეს.
!
25 თებერვალი 2024 23:20
0
ხვიჩას უფერული თამაში ფსიქოლოგიურ და აგრეთვე მწვრთნელის პრობლემებით მგონია გამოწვეული.იცვლებიან მწვრთნელები ,არ იცვლება ხარისხი,არ იცვლება სტილი ,არ იცვლება ტაქტიკა.ხვიჩას და ოსიმენის სისწრაფის შემტევები რომ გეყოლება კონტრშეტევა როგორ ვერ უნდა დაამუშავო და დაამუღამო? თვითონ ხვიჩამ(თუ მწვრთნელი ვერ ტვინავს) აიღოს თავის თავზე ,მოელაპარაკოს მეკარეს და ბურთის ხელში დაჭერის შემდეგ სიჩქარეაკრებილს (და არა თავჩაღუნულ და მოსიარულე) მისკენ გადააგდოს სწრაფად ბურთი.ეს ხომ მარტივზე მარტივია და ამას თუ ვერ მოახერხებ წარმატებებზე ფიქრსაც უნდა დაანებო თავი.სხვათა შორის წელს ნაპოლის საუკეთესო თამაში გასვლაზე მილანის წინააღმდეგ ვიხილეთ,სანამ ბურთს გაუშვებდნენ.მაგრამ ლობოტკას ერთმა ჩაძინებამ ყველაფერი გააფუჭა.ნაპოლი თამაშობდა მაღალი ინტენსივობით,სწრაფად,კარგი პრესინგით.ე,მაგრეთქო,აქედან ვეძახდი აღფრთოვანებული.ტაქტიკა კი იყო---4-4-2.მაგრამ მარტივმა შეცდომამ ყველაფერი არია.მაცარი შეშინდა და მეორე ტაიმში დაუბრუნდა 4-3-3-ს.და დაიწყო ჩვეულებრივი ,ძველებური ღოღიალ-ბოდიალი.თამაშიც ისე დამთავრდა .არც კალცონა აპირებს მგონი რაიმეს შეცვლას და ალბათ სეზონის ბოლომდე მოგვიწევს ნაპოლის სვარკების ყურება.
არგუტი
25 თებერვალი 2024 22:07
5
წარმოუდგენელი შეუსაბამობაა ნაპოლიში ფეხბურთელების ხარისხსა და მათ ანაზღაურებას შორის.სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი,რომ კვარაცხელია შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს.როგორ შეიძლება ოსიმენს 6-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს,ჟელინსკის და პოლიტანოს 4 -ჯერ მეტი,რასპადორის და სიმეონეს 3-ჯერ მეტი და საერთოდაც ხვიჩა ყველაზე დაბალ ანაზღაურებას ღებულობს.ბებერი თაღლითი და უსამართლო კაცია დე ლაურენტესი,სამართლიანი იქნებოდა,რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ,როდესაც ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,მისთვის ადეკვატური ხელფასი გადაეხადა.როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი და წარმატებული იყოს უსამართლო,მჩაგვრელ და ღირსების შემლახავ გარემოში.დე ლაურენტესი ყველაფერთან ერთად უტვინოც არის.თუ ხვიჩა ძველებურად ვერ ათამაშდა,მისი ფასი დაეცემა და 10 მილიონადაც ვეღარ გაყიდის,მაგრამ ის აგრეთვე ბოღმა და ბოროტი ადამიანია,ვხედავთ როგორც ექცევა ის ჟელინსკის.გუნდი,რომელშიც ასეთი რაღაცეები ხდება წარმატებული ვერ იქნება ვერასოდეს.
დავითი
25 თებერვალი 2024 22:07
7
უკანასკნელი 34 წლის მანძილზე არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იმსახურებს პატივისცემას შოთა არველაძისა და თემურ ქეცბაიას გარდა. ჯერჯერობით ასეა და ახლო მომავალსაც ასეთი დაფჩენილი პირი უჩანს. კიდევ ერთიც მაინტერესებს: რა ჯანდაბად გინდათ ამ მათხოვრების ევროზე გასვლა? მაზოხისტები ხართ და ძალიან გინდათ ნერვები მაგრად დაიგლიჯოთ? თუ კალაძისა და კობიაშვილის სამთვიანი გადაუღებელი ტრაბახით გინდათ ამოივსოთ გულის კუჭი?
ელიასი
25 თებერვალი 2024 21:41
26
წესით ნაპოლის ბარსასთან უნდა წაეგო, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა და ეს გამართლება ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაუთვალეს კალცონეს. ამჟამად საქმე პირიქით იყო, კალიარი აგებდა და წინ უნდა წასულიყო, სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო კვარა ოსიმენი და სწრაფი რასპადორი, კალცონემ მათ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც პრესინგი ეხერხებად, მაგრამ ბურთის წინ წაღება არა და მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო. როგორც ეტყობა კალცონეს ანტიფეხბურთის თამაში თამაში ეხერხება, ხოლო ფეხბურთის ნაკლებად
დურუ
25 თებერვალი 2024 21:41
3
მწვრთნელების სასაფლაო!!! ეს შეცვლების დიდოსტატი სადღა იპოვა პროფესორა ლავრენტამ... დდდ!!! სანამ ხვიჩასთან არ დაალაგებს სიტუაციას ეს წუწურაქი მანამ არაფერი ეშველება არც მას და არც ნაპოლის! ამ მწვრთნელების იმედი არ მოუშალოს ღმერთმა, ფერი ფერსაო, ერთი მწვრთნელებსა ცვლის უპრაგონოდ მეორე ფეხბურთელებს, მესამე ხმა ნაღდად აკლიათ....
rigiti
25 თებერვალი 2024 21:32
8
კალცანოს მიცემს ამაღამ ლაურენტესი ამაღამ კაი საწუწნავს:)
გოგა
25 თებერვალი 2024 21:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული