კვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 1:1.

მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში
"კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში თვალსასეირო ვერ იყო, ნეაპოლელებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, შემდეგ  ვიქტორმა რასპადორის პასი გამოიყენა და სკუფეტის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ უკვე დაეუფლა უპირატესობას, ოსიმენმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. 72-ე წუთზე კალცონამ „კვარა“ პოლიტანოთი შეცვალა. შემდეგ პოლიტანომ და ასევე შეცვლაზე შესულმა სიმეონემ შანსები ვერ გამოიყენეს, ბოლოს ლუვუმბუმ ჟუან ჟეზუსის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბუ (90+6)

მკითხველის კომენტარები / 42 /
ვარსკვლავური სინდრომი ჭირს უკვე. ესაო და თამაშიდან გაყვანა როგორ მაკადრესო, გაიყვანეს და სათადარიგოთა სკამზე თანაგუნდელებთან დაჯდომა არ იკადრა, იქვე ჩამოჯდა მინდორის კიდეში, გაუთავებელი უაზრო გაპროტესტება, ასე შემდეგ და და ასე შემდეგ.
ბადრი
11:19 26-02-2024
5
ნაპოლის დაცვა ზეროოოოოოოოოოოოოოო
bebe
09:48 26-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული