სუპერსენსაცია - შოთას გუნდმა სტუმრად "გალათასარაის" მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თურქეთის თასის 1/4-ფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ გასვლაზე სუპერლიგის ლიდერ „გალათასარაის“ 2:0 სძლია, რომელსაც 43 ქულით ჩამორჩება.

სტუმრები დებიუტში მარკაომ დააწინაურა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შოთას გუნდი თავს ორგანიზებულად იცავდა, თამაში კი მართლაც ლამაზი საყურებელი იყო. მეორე ტაიმში „გალთასარაის“ მწვრთნელი ბურუკი ვა-ბანკზე წავიდა, მცველები შემტევებით შეცვალა და დაისაჯა კიდეც - მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება მიეცა და მენდეშმა სამი მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ გაიტანა. მერე მან კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან და შეხვედრა 0:2 დასრულდა.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ ნახევარფინალში „ტრაბზონსპორს“ უკვე ორმატჩიან
დუელში დაუპირისპირდება.

„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 4 მარტს ჩემპიონატზე ადანაში „დემირსპორთან“ ჩაატარებს.

სტამბოლი. „RAMS Park“
გალათასარაი - ფატიჰ კარაგუმრუკი 0:2
გოლები: 0:1 მარკაო (6), 0:2 მენდეში (84)

მკითხველის კომენტარები / 14 /
გილოცავ შოთი!
გიზოგ
01 მარტი 2024 20:23
0
კიდევ ერთი გუნდი დამემატა რომელსაც ვგულშემატკივრობ. კარაგუმრუქი, ერთი საშუალო დონის თურქული კლუბი რომელსაც შოთამ თავისი ხელი უკვე დაატყო. მაქსიმუმს იღებს იქიდან რა რესურსიც გააჩნია. გალათასარაის დამარცხება თან სტამბოლში პატარა რამე არ არის. ყოჩაღ შოთი. ძალიან გამახარე. წარმატებები შემდეგ ეტაპზეც!!!
david
01 მარტი 2024 13:35
3
ძალიან მიხარია! მიდი, შოთა!
წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
01 მარტი 2024 09:46
2
ყველა ქართველის წარმატება მიხარია..ყოჩაღ ..ეს იგივეა ლუტონით მოუგო სიტის..ან მაჩანჩალა გუნდით რეალს ან ბარსას.სუსტ გუნდში უწევს თამაში ბევრ ქართველს და მწვრთნელებსაც..რას ვიზავთ არ გვწყალობენ ..მაგრამ ღმერთია ჩვენსკენ და გამარჯვების ჟინი..მუდამ გამარჯვებული გვევლოს ყველა ქართველს.
კიეზა
01 მარტი 2024 08:45
2
გილოცავ შოთი!! გვეამაყები ქართველებს!
გიორგი
01 მარტი 2024 07:26
3
ეხლა ვნახე სტატისტიკა.51-49 ბურთის ფლობა,კარში დარტყმა 4-4, კარისკენ დარტყმა 9-4. მეტი რა უნდა გაეკეთებინა შოთას გუნდს გასვლაზე გალათასარაისთან
კინგი
01 მარტი 2024 01:47
2
შოთაა, ყოჩაღ!
იმდენი იტალიელია შოთას გუნდში, მაგდენი არც ნაპოლშია))
მაგრამ, არ გვინდა, შოთა ნაპოლი, ბარსელონაში გვენახე ხვიჩასთან ერთად! ))
თუ ეგ მოხდა, ყველა თქვენ თამაშებს ხვიჩას მონაწილეობით, ფეხზე დგომით ვუყურებ! )))
ეს პლეერი მოაშორეთ!
01 მარტი 2024 01:43
9
გაიღვიძე ევროპა - ქართული ფეხბურთი მოდის!
ეს პლეერი მოაშორეთ!
01 მარტი 2024 09:33
4
ან რა დამსვავს
გიო
01 მარტი 2024 02:38
3
კარგია რომ მოუგეს გალთასარაის, მაგრამ ასეთი გუნდები, რომლებიც მხოლოდ დაცვაზე არიან ორიენტირებული და სანახაობითი მხარე მათვის არაფერია, ძალიან ძნელი საყურებელია. ეს გუნდი სულ ორჯერ გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ორჯერვე გაუმართლა. რა არველაძე და რა ქეცბაია, ორივე კარგი თავდამსხმელები იყვნენ და მწვრთნელობის დროს ორივე დაცვით ფეხბბურთს ათამაშებს თავიანთ გუნდებს.
დავით 67
01 მარტი 2024 00:57
20
Berg-ს! შენგან განსხვავებით მე თამაშს ვუყურე. 84 წუთამდე 1 დარტყმა ჰქონდათ კარში. ბოლოს გალათასარაიმ შეცდომები დაუშვა, რაც ხშირად ხდება, როცა გოლს ვერ გაიტანს ძლიერი გუნდი. ასე რომ მე ტყუილი არ დამიწერია. ბოლო 30 წუთი გუნდი დრის გაყვანაზე იყო. სიმულიაცია უმაღლეს დონეზე შეუსწავლიათ.
დავით 67
01 მარტი 2024 16:49
0
ჯერ ერთი სად გალას ფეხბურთელები და სად შოთას გუნდი, მეორე თანაბარი თამაში იყო ,51%-49% ზე ბურთის ფლობა, მესამე ოთხ-ოთხჯერ დაარტყეს კარში ორივე გუნდმა.. რატო წერ ტყუილს რა მუღამი გაქვს?
berg
01 მარტი 2024 09:51
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული