თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ საკუთარ მოედანზე „ალანიასპორს“ დაუზავდა - 1:1.
მასპინძლები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მეტოქემ კომპენსირებულ დროში პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 29 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 29 თებერვალს თასის 1/4-ფინალში სტუმრად „გალათასარაის“ შეხვდება.
სტამბოლი. „ოლიმპიატ სტადი“
ფატიჰ კარაგუმრუკი - ალანიასპორი 1:1
გოლები: 1:0 ესერიკი (24), 1:1 კოკა (90+5, პენ)
გაძევება: მენდეში (33, ფატიჰ კარაგუმრუკი)