ლიგა 1-ის 25-ე ტურში, აუტსაიდერების მატჩში, „მეცმა“ სახლში „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში ძალიან აქტიური იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა. მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ხუთი გოლია.
ქართველი 90+4-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, sofascore 7.0, whoscored 6.6.
„მეცმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 17 მარტს გასვლაზე „რეიმსს“ დაუპირისპირდება.
მეცი - კლერმონი 1:0
გოლი: 1:0 მიქაუტაძე (33, პენ)