ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში იმედი გამოთქვა, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" ბარიერის გადალახვას შეძლებს:

"აძურის" გაუჭირდება, მაგრამ სასწაულის იმედი მაქვს. თამაში გააუმჯობესეს, მაგრამ ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებენ და ზედმეტად არიან დამოკიდებული ოსიმენსა და კვარაცხელიაზე. ჩემი აზრით, დაცვა ძალიან სუსტია. ამ ერთ მატჩში ჩვენ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ.

შეიძლება შეხვედრა ფრედ დასრულდეს? დიახ, ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს? პოლიტანო, კვარაცხელია, მარიო რუი, ლობოტკა და რაჰმანი. ოსიმენი ჯერ სიაში არ არის. ფეხბურთელები,
რომლებიც დავასახელე, ამისათვის მზად იქნებიან. პენალტების სერიაში გამარჯვება უარესიდან საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდება. გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ღმერთმა ინებოს".

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altროგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ბარსელონა" VS "ნაპოლი" - პენალტებს ნუ გამოვრიცხავთ და კვარაცხელია, რომლის შეჩერებაც დამოუკიდებლად უჭირდათ...

alt"ბარსელონასთან" მატჩამდე იტალიური გამოცემა "ნაპოლისთვის" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ