"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
უმარტივესი მათემატიკური ამოცანა გვეკითხება თუ ოსიმენი150მილიონი ღირს კვარაცხელია 100,რა ფასად უნდა შეფასდეს 17წლის იამალი?
გოგა
13 მარტი 2024 09:44
9
გული არ მიძლებს რომ არ გამოვეხმაურო ზოგიერთებს
რა დონის უკონტროლო უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ აღიქვავდეს რას ნიშნავს 22 წლის უცნობი ახალგაზრდის იტალიაში უმაღლესი ლიგის გუდში [იტალიაში ,სადაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთია, სადაც ასეთი კონკურენციაა] პირველივე დღიდან ძირითადში დამკვიდრებას, გუნდის საუკეთესო მოთამაშის, იტალიის საუკეთესო დრიბლიორის, საუკეთესო ასისტის საუკეთესო ფეხურთელის სახელის მოხვეეჭა ,გუნდის გაჩემპიონება ! და თავს უფლება მისცეს გააკრიტიკოს. როგორც იტყვიან „აზრზე მოდი ბიჭო“

გთხოვთ ესეც დამიბეჭდეთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ [თუ ძალიან არ შეტოპეს] დიდი მადლობა
ფიგუ
13 მარტი 2024 09:32
1
ბოდიშს გიხდით არ ვიცი როგორ შევასწორო თუ საიტის ადმინისტრაცია შეასწორებს მადლობას გეტყვით წიბაასწარ „არგენტინა-სსრკ 2:1 კი არა არგენტნა-სსრკ 1:2 უნდა იყოს.
ფიგუ
13 მარტი 2024 08:48
0
Kimis gayidvit, spaleti da juntilos gashvebit ramdeni milioni dakarga wiwuraqma lavrentam daitvalos exla.sufta mevaxshea da gagebashi araa fexburtis. Gundis amwyobebi gaushva da ras daamsgavsa gundi. Kvara droze wadi maqedan tore nervozs agkideben.italiis chempions egeti dacva yavdes ubralod sircxvilia.
Gia
13 მარტი 2024 08:24
3
ძალიან მწყდება გული როცა „თურაშაულის პატრონი ტყეში მაჟალოს დაეძებს. “რა „ოცი წლის მესი“ რის „22 წლის მბაპე“ იცით რომ ცხრამეტი წლის მიხეილ მესხს ლივერ პლეიტზე მაიკებს ახევდნენ არგენტინის ნაკრების წევრები [არგ-სსსრ 2:1] და ამ ორი ბურთიდან ერთი პასი იყო მისი ხოლო მეორე მეტრეველის -მისი თანატოლის. ვლადიმერ გუცაევმა ჩვიდმეტი წლისამ საზეიმოდ ჩაიბარა 7 ნომრიანი მაისური თვით სლავა მეტრეველისაგან დინამოს სტადიონზე.[და არა„ დინამო არენაზე “ როგორც ზოგიერთებები ამბობენ]. მურთაზ ხუცილავა 17 წლისა როგორც კი მოხვდა დინამოს რიგებში მაშივე ძირითადში დამკვიდრდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო.ჩვენ გვიყვარს სხვისი გაფეტიშება. აბა დამისახელეთ სხვა სახელმწიფო რომელსაც ჰყავს ერთდროულად:გურამ თუშიშვილი. გენო პეტრიაშვილი.ლევან საგინაშვილი. კონსტანტინე ჯანაშია .ზაზა ფაჩულია ტოჩინოშინი. ლაშა ტალახაძე [მძიმე წონოსნები, თორემ შავდათუაშვილებზე. ლიპარტელიანებზე. გრიგალაშვილებზე,ბექაურებზე, ღვინიაშვილებე მაისურაძეებზე და სხვებზე აღარ ვლაპარაკობ] თუ გინახიათ საქართველოში ერთი ბანერი მათი გამოსახულებით რომ ახალმა თაობამ მაგალითად დაისახოს მათი სახეები და გმირობა [გმირობა მარტო ხმლის ქნევა არ არის, გმირობა არის აგრეთვე თავდაუზოგავი შრომა სამშობლოს სასახელოდ და ძალიახ ბევრ რამეზე უარის თქმა].
საიტის ადმინისტრაციას მოგმართავთ და ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ვილაპარაკე და არ დამიბლოკოთ თუ შეიძლება
ფიგუ
13 მარტი 2024 07:44
8
პატარა კაცი რომ დუხზე დავარდება და რაღაცეებს იგონებს განწყობის ასამაღლებლად ისე მოგდის ფიგუ:) ტალახაძეს და საგინაშვილს რატომ ახსენებ ფეხბურთთან საერთოდ? რაღა სომხები და რაღა შენ საბჭოთა ქართველი:) თურმე მხითარიანი რომ თამაშობდა ცუდად სომხები ამბობდნენ არაუშავს პირამიდები ჩვენ ავაშენეთ და გვყავდა იურიკ ვარდანიანი , იშტოიანი და ტიგრან პეტროსიანი :)) სავეცკი ქართველის ზამაშკები გაქვს .
zoom
13 მარტი 2024 11:40
4
არგენტინას სსრკ-ამ მოუგო 1961 წკის 18 ნოემბერს მესხი მაშინ 24 წლის იყო, არც ვოვა გუცაევი იყო 17 წლის როცა მეტრეველმა მაისურა გადასცა (იყო 20წლის) და არც ხურცილავა 17 წლის თამაშობდა დინამოს ძირითადში. ამ ყველაფრის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია


juna
13 მარტი 2024 09:28
1
„რიკოშეტი“? „რიკოშეტი“?-გაგონდებათ? საინტერესოა რომელი საბავშვო ბაღიდან მოჰყავთ ეს კომენტატორები რომლებიც ფეხბურთის გარდა ყველაფერზე „ლაპარაკობენ“ რეპორტაჟების დროს

ისე დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ რომ ოსიმენის აფსაიტებში ყოფნა და ბევრი სახიფათო მომენტის განიავება „მისი ბრალი არ იყო“--ჩემი ბრალია.
გუნდს აკლია ფიზიკური მომზადება და სხარტი აზროვნება ია ტა დუმაიო
ფიგუ
13 მარტი 2024 06:40
2
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.რომ არა მერეტი,ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა!ჯერ ბარსას პირზე რძეშეუმშრალმა ლაწირაკებმა დაარბიეს ნაპოლის დაცვის სპილოები.მერე კი ,უკვე ბარსას ვეტერანებმაც გამოიღეს ხელი და საჯარიმოში დახატული კომბინაციიდან გატანილი მესამე გოლისთ გაგვახსენებს.ძველი ბარსელონა.ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დი ლორენცოს ასე სუსტი თამაში,თორემ დაცვის ცენტრისაგან ყოველთვის რაღაცა უბედურებას ველი და არც ახლა გამიცრუეს ცუდის მოლოდინი.დი ლორენცო,რასაც ჰქვია "გაგვიდირკეს",ოსიმენს კი,მშვენივრად უკეთებდნენ ხელოვნურ თამაშფარეს და ამაში,ოსიმენზე მეტად,პასის მიმცემი ნახევარმცველები იყვნენ დამნაშავეები.აშკარა იყო,რომ ბარსას ნახევარდაცვას მეტი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს,ვიდრე ნაპოლის ცენტრს და ეს,ამდენი ტრავმის მიუხედავად.ხვიჩამ თავისი მომენტები მაინც შექმნა,თუმცა სამწუხაროდ თანაგუნდელებმა გაანიავეს შანსები და ვერც თვითონ შესძლო,საკუთარი კარგი შანსების გამოყენება.მაინც ისე გამოვიდა,რომ ბარსელონამ შესძლო,კვარა -ოსიმენის დუეტის გათითოკაცება.ბარსელონა გაძლიერდება,ნაპოლისთვის კი,ეს მაქსიმუმი იყო.ასე რომ მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო და სჯობს საქართველოს ნაკრებზე გადმოვერთოთ.დე ლაურენტისის გულისთვის ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.ტიპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლის შანსი და ამით სულ ცოტა 100 მილიონის შოვნის შანსი დაკარგა და და იმედია კიდევ მეტს დაკარგავს.ხვიჩამ,ნეტავ როგორმე გამოაღწიოს.
სოსო
13 მარტი 2024 03:33
3
არა როგორც ვატყობ უმეტესობას კვარა მართლა მესის, მბაპეს და რონალდოს დონის ფეხბურთელი ჰგონია ნუ ნეიმარს ხო აღარც ვადრით ათრიეს კაცი პლაჟის ფეხბურთელი ეძახეს:)))) თქვენ მართლა პატარა ხო არ გგონიათ? მართალია 1 წელია რაც უმეტესობამ ფეზბურთის ყურება დაიწყო მაგრამ ჩაგუგლეთ მაინც სად იყო 20 წლის მბაპე (25 არის მეტის კი არა), 22 წლის მესი. 23 წლის რონალდომ კარიერა დაამთავრა მანჩესტერში და ახალგარდებს დღესაც კი უყურეთ აგერ - თუ უყურეთ თამაშს რა თქმა უნდა და იამალი თუ შეამჩნიეთ საერთოდ.. :))) მაღალი კლასის ფეხბურთელია ორი აზრი არ არის მაგრამ რამდენია ეგეთი? მუსიალა, ოპენდა, ფოდენი, საკა, პალმერი, ხიმენესი.... განა ცუდია ამ დონეზე მოაზრებოდეს რას ამბობ? ეს ზე 5% - ია, მაგრამ არაა ჩვენ ხო ყველა უნდა გავაღმერთოდ და მერე გავათახსიროდ ეს ხომ ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.
ირაკლი
13 მარტი 2024 03:33
5
მაგით რა?ყვავსაც თავისი ბახალა ურჩევნია,მთელ საფრინველეთს.ჩვენი სისხლია და ხორცი.ისიც და ნებისმიერი სხვა ქართველი ფეხბურთელი,მადრიდის რეალს და ბარსელონას მირჩევნია,ერთად აღებულს.ეს სიყვარულზე,თორემ ობიექტურობაც შეძლებისდაგვარად რომ უნდა შევინარჩუნოთ,ესეც ცხადია.შვილი სიყვარულით უნდა გაზარდო,მაგრამ ფხიზლადაც უნდა იყო,რომ გზას არ ასცდეს.ამ დროს,მკაცრადაც შეიძლება რაიმე უთხრა,დასაჯო კიდეც,მაგრამ ამავე დროს,მუდმივად უნდა გრძნობდეს,შენს სიყვარულს.სხვანაირად შვილს ღირსეულ ადამიანად ვერ აღზრდი.ვერც მხოლოდ სიყვარულით და ვერც მხოლოდ სასჯელით.დღეს ამდენი სისასტიკე რომ ტრიალებს ჩვენს ირგვლივ,სწორედ ამ ცალმხრივობის ბრალია.ჩვენ ნაკრებებს,საქართველოში გადამწყვეტი თამაშების მოგება ასე ძალიან რომ უჭირთ,ესეც ჩვენი,გულშემატკივრის ბრალია.იციან,ვერ მოგების შემთხვევაში რამდენი ქვა და ღორღი წამოვა მათი მიმართულებით და ამის შიშით,რაც შეუძლიათ,იმასაც ვეღარ ამჟღავნებენ მოედანზე.კარგი მშობელი,ბავშვს გამარჯვების შემთხვევაში,შეაქებს,დამარცხების შემთხვევაში კი,ანუგეშებს და გულს გაუკეთებს.საქართველოს ნაკრებებიც ყველასია,ესე იგი ჩვენთვის როგორც შვილი ისეა და თუ არ შევიგნეთ,რომ მის ყოველ წევრს გაფრთხილება სჭირდება,რომ მის ნაცვლად სხვა არავინ მოვა,ისევე როგორც,შვილს ვერავინ შეგვიცვლის,თუ ამას გავითავისებთ,მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებებს.ყოველ შემთხვევაში იმ სიდიდის წარმატებებს,რაც ამ ნაკრებს, ამ მომენტში შეუძლია.
სოსო
13 მარტი 2024 10:03
2
კი ბატონო, მაგრამ ჩვენ უკეთესი არ გვყავს და მე ამას ვგულშემატკივრობ. რონალდო რომ არ არის ეგ ყველამ ვიცით მაგრამ ეგ რა შუაშია?
Me
13 მარტი 2024 07:05
3
მთავარია ჩვენთვის ახლა ინტერთან რამე არ მოუვიდეს და ბერძნებთან მოემზადოს. თორე ნაპოლი რო სოფლის გუნდია ამას მე კიდე აგვისტოში ვწერდი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 მარტი 2024 03:18
6
მომავალ სეზონში ბათუმი და ნაპოლი ერთ ჯგუფში იქნებიან კონფერენს ლიგაზე როგორც ჩანს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 მარტი 2024 03:15
7

სიახლეები პოპულარული