"ვინისიუსს კვარაცხელიაში გავცვლიდი" - "რეალის" ყოფილი სკაუტი

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა სკაუტმა მანოლო რომერომ "სამეფო გუნდის" შემტევი ვინისიუსი გადაცემა El Bar de la Cadena Ser-ში გააკრიტიკა და თქვა, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში გაცვლიდა:

"მე კვარაცხელიას ვინისიუსში გაცვლაზე უარს არ ვიტყოდი. ის მბაპესთან და როდრიგოსთან შეტევის შესანიშნავ ხაზს შექმნიდა.

ვინისიუსი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ცუდად თამაშობს და ყველაფერს გოლებით ფარავს. მასთან სხვაგვარად საუბარია საჭირო. ეკრანთან უნდა დასვა, "ჟირონას" წინააღმდეგ მატჩი 30-ჯერ აყურებინო და უთხრა: "აი, ის ვინისიუსი, რომელიც გვჭირდება. თუ არ შეგიძლია ასევე ითამაშო, დაფიქრება მოგვიწევს". ისინი მას ისე არ
დაელაპარაკნენ, როგორც აუცილებელი იყო. დაშინება მართებთ.

"ჟირონასთან" თამაში უნდა გაიმეოროს და სისულელეების კეთებას თავი დაანებოს. თავისი ჭკუის გამო მეტს ვერ მიაღწევს. მე კვარაცხელიაში გავცვლიდი, რომელსაც, ამასთან ერთად, ბევრი გოლი აქვს გატანილი".
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩა მიყვარს და წარმატებები ცხოვრებაში, მაგრამ აქ თუ ვინმეს ეხლა ამ ეტაპზე კვარა ვინისიუსზე უფრო მაგარი გონია ჩემის აზრით ფეხბურთის აზრზე არ არის და ემოციებსაა აყოლილი. ძალიან დიდი სხვაობაა და სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვინისიუს დონე კვარა არ არის, ეს არის სიმართლე!!!!!!!!!
მართალი კაცი
23:15 13-03-2024
2
ვინისიუსს სმენა არ ქონია ხედავთ ხო?
ყურებს დააჭრიან, სმენა არ აქვს და აბა რათ უნდა?
კ ო მ ბ ლ ე
00:28 13-03-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული