"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
3 კვირაა ბარსას მოათრევს კვარა და მაინც ოსიმენზე ააგო თამაში მწვრთნელმა და კვარა ჰაუტის ხაზს მიაჯაჭვა. მაგარი ბანდაა ეს ნაპოლი. ან ანგისა რა ფეხბურთელია, ან ეს ოლივეირა სად იპოვეს, ან ის ლინდსტრიომი კიდევ. დანარჩენებიც საშუალო დონეა, ჰა და ჰა. ერთადერთი ვარსკვლავი ამ გუნდში კვარაცხელიაა. მეორე დროგბა უნდა გავხდეო ოსიმენმა, მაგრამ იმ დიდებული თავდამსხმელისა ამას არაფერი სცხია. ერთი თავისი დონის ფეხბურთელი რომ ჰყავდეს კვარას, რაღაცას ააწყობდა მასთან ტანდემში, მაგრამ ამათთან რა უნდა ააწყონ, სანამ პასს მისცემდნენ, მცველებმაც, კომენტატორებმაც და შემთხვევითმა ტელემაყურებლებმაც კი იციან, რომ კვარას მისამართით კეთდება გადაცემა, თვითონ რომ აკეთებს ისეთ მოულოდნელ, დროულ, გამოზომილ და მახვილგონივრულ პასებს აქეთ ვერავინ უკეთებს. ამიტომ მგონია, რომ უნდა წავიდეს პირველივე შანსის შემთხვევაში. უკეთეს გუნდში უკეთ გამოჩნდება და შესაბამისადაც დაფასდება მისი ტალანტი.
ქომაგი
13 მარტი 2024 02:09
9
გული დამწყდა რომ გამოვარდნენ, არადა გათანაბრების შანსები იყო. დაცვა ძალიან დაბნეული გამოიყურებოდა. ერთი ვერ გავიგე. ოსიმენზე არ იყო პენალტი?მე მომეჩვენა რომ იყო . ვფიქრობ არ იყო ბარსელონა ისეთი რომ მათი დამარცხება თუ არა ფრედ თამაში შეუძლებელი ყოფილიყო
დავით 67
13 მარტი 2024 02:09
5
ჩასაფრებულებო! - ვისაც გამწარება გინდათ, კი იცით რაც უნდა ქნათ ))
ირაკლი
13 მარტი 2024 02:04
11
ნაპოლის დაცვაში თამაში საწავლო წიგნებში უნდა შეიტანო, თუ როგორ არ უნდა ითამაშო,იტალიური გუნდი მაინც არ იყოს
giorgi 3
13 მარტი 2024 02:04
4
ამჯერადაც შარშანდელივით ანტიგმირი გახდა ტიპი - რა საჩუქარი ვერ შეირგო...
აბა, ისე რომ ჩაიკარგა, მაგაში გასაკვირი არც არაფერი იყო - პირველი თამაშიც ვნახეთ
vava
13 მარტი 2024 02:03
30

სიახლეები პოპულარული