"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
3 კვირაა ბარსას მოათრევს კვარა და მაინც ოსიმენზე ააგო თამაში მწვრთნელმა და კვარა ჰაუტის ხაზს მიაჯაჭვა. მაგარი ბანდაა ეს ნაპოლი. ან ანგისა რა ფეხბურთელია, ან ეს ოლივეირა სად იპოვეს, ან ის ლინდსტრიომი კიდევ. დანარჩენებიც საშუალო დონეა, ჰა და ჰა. ერთადერთი ვარსკვლავი ამ გუნდში კვარაცხელიაა. მეორე დროგბა უნდა გავხდეო ოსიმენმა, მაგრამ იმ დიდებული თავდამსხმელისა ამას არაფერი სცხია. ერთი თავისი დონის ფეხბურთელი რომ ჰყავდეს კვარას, რაღაცას ააწყობდა მასთან ტანდემში, მაგრამ ამათთან რა უნდა ააწყონ, სანამ პასს მისცემდნენ, მცველებმაც, კომენტატორებმაც და შემთხვევითმა ტელემაყურებლებმაც კი იციან, რომ კვარას მისამართით კეთდება გადაცემა, თვითონ რომ აკეთებს ისეთ მოულოდნელ, დროულ, გამოზომილ და მახვილგონივრულ პასებს აქეთ ვერავინ უკეთებს. ამიტომ მგონია, რომ უნდა წავიდეს პირველივე შანსის შემთხვევაში. უკეთეს გუნდში უკეთ გამოჩნდება და შესაბამისადაც დაფასდება მისი ტალანტი.
ქომაგი
13 მარტი 2024 02:09
9
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.რომ არა მერეტი,ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა!ჯერ ბარსას პირზე რძეშეუმშრალმა ლაწირაკებმა დაარბიეს ნაპოლის დაცვის სპილოები.მერე კი ,უკვე ბარსას ვეტერანებმაც გამოიღეს ხელი და საჯარიმოში დახატული კომბინაციიდან გატანილი მესამე გოლისთ გაგვახსენებს.ძველი ბარსელონა.ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დი ლორენცოს ასე სუსტი თამაში,თორემ დაცვის ცენტრისაგან ყოველთვის რაღაცა უბედურებას ველი და არც ახლა გამიცრუეს ცუდის მოლოდინი.დი ლორენცო,რასაც ჰქვია "გაგვიდირკეს",ოსიმენს კი,მშვენივრად უკეთებდნენ ხელოვნურ თამაშფარეს და ამაში,ოსიმენზე მეტად,პასის მიმცემი ნახევარმცველები იყვნენ დამნაშავეები.აშკარა იყო,რომ ბარსას ნახევარდაცვას მეტი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს,ვიდრე ნაპოლის ცენტრს და ეს,ამდენი ტრავმის მიუხედავად.ხვიჩამ თავისი მომენტები მაინც შექმნა,თუმცა სამწუხაროდ თანაგუნდელებმა გაანიავეს შანსები და ვერც თვითონ შესძლო,საკუთარი კარგი შანსების გამოყენება.მაინც ისე გამოვიდა,რომ ბარსელონამ შესძლო,კვარა -ოსიმენის დუეტის გათითოკაცება.ბარსელონა გაძლიერდება,ნაპოლისთვის კი,ეს მაქსიმუმი იყო.ასე რომ მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო და სჯობს საქართველოს ნაკრებზე გადმოვერთოთ.დე ლაურენტისის გულისთვის ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.ტიპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლის შანსი და ამით სულ ცოტა 100 მილიონის შოვნის შანსი დაკარგა და და იმედია კიდევ მეტს დაკარგავს.ხვიჩამ,ნეტავ როგორმე გამოაღწიოს.
სოსო
13 მარტი 2024 03:33
3
არა როგორც ვატყობ უმეტესობას კვარა მართლა მესის, მბაპეს და რონალდოს დონის ფეხბურთელი ჰგონია ნუ ნეიმარს ხო აღარც ვადრით ათრიეს კაცი პლაჟის ფეხბურთელი ეძახეს:)))) თქვენ მართლა პატარა ხო არ გგონიათ? მართალია 1 წელია რაც უმეტესობამ ფეზბურთის ყურება დაიწყო მაგრამ ჩაგუგლეთ მაინც სად იყო 20 წლის მბაპე (25 არის მეტის კი არა), 22 წლის მესი. 23 წლის რონალდომ კარიერა დაამთავრა მანჩესტერში და ახალგარდებს დღესაც კი უყურეთ აგერ - თუ უყურეთ თამაშს რა თქმა უნდა და იამალი თუ შეამჩნიეთ საერთოდ.. :))) მაღალი კლასის ფეხბურთელია ორი აზრი არ არის მაგრამ რამდენია ეგეთი? მუსიალა, ოპენდა, ფოდენი, საკა, პალმერი, ხიმენესი.... განა ცუდია ამ დონეზე მოაზრებოდეს რას ამბობ? ეს ზე 5% - ია, მაგრამ არაა ჩვენ ხო ყველა უნდა გავაღმერთოდ და მერე გავათახსიროდ ეს ხომ ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.
ირაკლი
13 მარტი 2024 03:33
5
მაგით რა?ყვავსაც თავისი ბახალა ურჩევნია,მთელ საფრინველეთს.ჩვენი სისხლია და ხორცი.ისიც და ნებისმიერი სხვა ქართველი ფეხბურთელი,მადრიდის რეალს და ბარსელონას მირჩევნია,ერთად აღებულს.ეს სიყვარულზე,თორემ ობიექტურობაც შეძლებისდაგვარად რომ უნდა შევინარჩუნოთ,ესეც ცხადია.შვილი სიყვარულით უნდა გაზარდო,მაგრამ ფხიზლადაც უნდა იყო,რომ გზას არ ასცდეს.ამ დროს,მკაცრადაც შეიძლება რაიმე უთხრა,დასაჯო კიდეც,მაგრამ ამავე დროს,მუდმივად უნდა გრძნობდეს,შენს სიყვარულს.სხვანაირად შვილს ღირსეულ ადამიანად ვერ აღზრდი.ვერც მხოლოდ სიყვარულით და ვერც მხოლოდ სასჯელით.დღეს ამდენი სისასტიკე რომ ტრიალებს ჩვენს ირგვლივ,სწორედ ამ ცალმხრივობის ბრალია.ჩვენ ნაკრებებს,საქართველოში გადამწყვეტი თამაშების მოგება ასე ძალიან რომ უჭირთ,ესეც ჩვენი,გულშემატკივრის ბრალია.იციან,ვერ მოგების შემთხვევაში რამდენი ქვა და ღორღი წამოვა მათი მიმართულებით და ამის შიშით,რაც შეუძლიათ,იმასაც ვეღარ ამჟღავნებენ მოედანზე.კარგი მშობელი,ბავშვს გამარჯვების შემთხვევაში,შეაქებს,დამარცხების შემთხვევაში კი,ანუგეშებს და გულს გაუკეთებს.საქართველოს ნაკრებებიც ყველასია,ესე იგი ჩვენთვის როგორც შვილი ისეა და თუ არ შევიგნეთ,რომ მის ყოველ წევრს გაფრთხილება სჭირდება,რომ მის ნაცვლად სხვა არავინ მოვა,ისევე როგორც,შვილს ვერავინ შეგვიცვლის,თუ ამას გავითავისებთ,მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებებს.ყოველ შემთხვევაში იმ სიდიდის წარმატებებს,რაც ამ ნაკრებს, ამ მომენტში შეუძლია.
სოსო
13 მარტი 2024 10:03
2
კი ბატონო, მაგრამ ჩვენ უკეთესი არ გვყავს და მე ამას ვგულშემატკივრობ. რონალდო რომ არ არის ეგ ყველამ ვიცით მაგრამ ეგ რა შუაშია?
Me
13 მარტი 2024 07:05
3
რა თქმა უნდა ნაპოლის თამაშის ეს მანერა საკუთარ კართან, მოკლე პასები უკან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გართულებებით სრულდება, დიდი სისულელეა, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი უნდა აღინიშნოს მსაჯის მიკერძეულობა ბარსას მიმართ, განსაკუთრებით, როცა აშკარა პენალტი ოსიმენზე არ დანიშნა ბარსას კარში, რომლის გატანის და 2-2-ის შემთხვევაში შესაძლებელია სრულიად სხვა თამაში წასულიყო.
დურუ
13 მარტი 2024 02:15
11
ხვიჩას დიდი პატივისცემა მაგრამ ბარსელონას როგორ უნდა წაეგო ამ სოფლის გუნდთან?!
სლავა უკრაინე
13 მარტი 2024 02:20
12
ნაპოლის დაცვაში თამაში საწავლო წიგნებში უნდა შეიტანო, თუ როგორ არ უნდა ითამაშო,იტალიური გუნდი მაინც არ იყოს
giorgi 3
13 მარტი 2024 02:04
4
Ქართველები ისე ამართლებენ ხვიჩას თითქოს დე ლაურენტისი პუტინი იყოს და ომით გემუქრებოდეთ.სულ თავის მართლებაში და რაღაცეების ახსნა-მტკიცებაში ხართ. გუნდმა ითამაშა ცუდად და როგორც ჩანს ხვიჩა არაა არც მესი და არც მარადონა და ალბათ ოქროს ბურთს ვერასდროს მოიგებს ,მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. მთავარია ნორმალური ქვეყანა ააშენოთ . Ეს რჩევა ჩემგან სევანის ზღვის ნაპირებიდან .
garegin meore
13 მარტი 2024 02:44
23
ხვიჩას თავის მართლება არ სჭირდება, მადლობის მეტი მის მიმართ არავის არაფერი აქვს სათქმელი... ლაურა ფეხბურთში იგივეა, რაც პუტინი - პოლიტიკაში... გენიალური ფეხბურთელების უმრავლესობას არასდროს მოუგია ოქროს ბურთი, თუ ხვიჩამ ვერ მოიგო, მაგასაც ავიტანთ... სევანი ზღვა წარღვნის დროსაც არ ყოფილა - ყოველთვის ტბა იყო, ქვეყანაც ყოველთვის იმათზე უკეთესი გვქონდა, ვისი სახელითაც ვითომ გვეღადავები და ბოლოს, რჩევა რჩევის წილ- როცა მუზა შემოგაწვება, ეცადა სპორტულ საიტებს მაინც ასცდე ხოლმე...
დდდ
13 მარტი 2024 03:13
8
სევანი ზღვა გახდა უკვე?)))
მეგრელი
13 მარტი 2024 02:53
2
ყველა გამოხმაურება
დაცვა, ნახევარდაცვა აჭრილი,ასეთი თამაშით ნაპოლი ბარსას რომ ვერ დაამარცხებდა ცხადია, ხვიჩას სათანადოდ ვერ იყენებენ, პას ყოველთვის უგვიანებენ, უფრო მარჯვენა მხარეს არიან მიჯაჭვულნი და არაფერი გამოსდით, თუ ნაპოლში ვითარება არ შეიცვალა, ხვიჩას არ ექნება პროგრესი და დროულად უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში
Nukri
13 მარტი 2024 02:35
8
გული არ მიძლებს რომ არ გამოვეხმაურო ზოგიერთებს
რა დონის უკონტროლო უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ აღიქვავდეს რას ნიშნავს 22 წლის უცნობი ახალგაზრდის იტალიაში უმაღლესი ლიგის გუდში [იტალიაში ,სადაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთია, სადაც ასეთი კონკურენციაა] პირველივე დღიდან ძირითადში დამკვიდრებას, გუნდის საუკეთესო მოთამაშის, იტალიის საუკეთესო დრიბლიორის, საუკეთესო ასისტის საუკეთესო ფეხურთელის სახელის მოხვეეჭა ,გუნდის გაჩემპიონება ! და თავს უფლება მისცეს გააკრიტიკოს. როგორც იტყვიან „აზრზე მოდი ბიჭო“

გთხოვთ ესეც დამიბეჭდეთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ [თუ ძალიან არ შეტოპეს] დიდი მადლობა
ფიგუ
13 მარტი 2024 09:32
1
პირველივე თამაშის მერე უკვე მოსალოდნელი იყო რომ ასე მოხდებოდა! თუმცა ოსიმენის ეპიზოდში პენალტი რომ დაენიშნათ მერე კაცმა არ იცის როგორ წავიდოდა თამაში! თვალებს ნუ დაიბრმავებთ ეხლა ბარსას ფანები და ნუ იტყვით რომ არ იყო, კაცს ლამის ფეხი მოაძრო ისე დააბიჯა!
მურთო
13 მარტი 2024 02:12
10
მეც ასე დავინახე რომ დააბიჯა. მანდ მსაჯს ვერ დაადანაშაულებ. ვარის ოთახში ვინც ზიან მათ უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია
დავით 67
13 მარტი 2024 02:20
5
რა პენალი ანეგდოტს ყვები? თან რამის ფეხი მოაძროვო
ბარსა
13 მარტი 2024 02:17
17

სიახლეები პოპულარული