ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"უოტფორდის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის თაობაზე განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
"უოტფორდის" ახალმა, დროებითმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "ქოვენთრისთან" მატჩის 43-ე წუთზე დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.

"ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან ვფიქრობდით და შიში გვქონდა. ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს, კოჭ-წვივზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდება", - განაცხადა ტომ კლევერლიმ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის გამოიძახა და იმედია, იქამდე მწყობრში ჩადგება.

"უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად "ბირმინგემთან"
ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ