ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელი გადააყენეს - "უოტფორდს" ახალი თავკაცი ჰყავს

AutoSharing Option
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ "კოვენტრისთან" 1:2 მარცხის შემდეგ, მწვრთნელს ვალერიენ ისმაელს კონტრაქტი გაუწყვიტეს:

"უოტფორდი" მადლობას უხდის ისმაელს თანამშრომლობისა და საქმისადმი ერთგულებისათვის, თუმცა კლუბის მმართველობას მიაჩნია, რომ ახლა შედეგების გასაუმჯობესებლად ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა", - ნათქვამია განცხადებაში.

ისმაელს დროებით 34 წლის ტომ კლევერლი შეცვლის. ის წარსულში "მანჩესტერის", "ლესტერის", "უიგანის", "ასტონ ვილას" და "ევერტონის" ნახევარმცველი იყო, კარიერა კი 2023 წელს "უოტფორდში" დაასრულა. მას ინგლისის ნაკრებში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თამაშზე თავის დანებების შემდეგ ის "უოტფორდში" 18-წლამდელთა გუნდში და კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.

"უოტფორდის" ღირსებას გიორგი
ჩაკვეტაძე იცავს, რომელსაც ისმაელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იმედია, მწვრთნელის ცვლილება მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტომ კლევერლი საიდან გამოთხარეს სად უმუშავია რამე გამოცდილება აქვს? მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ და ფეხბურთელადაც არვარგოდა
ცხელი ძაღლი
10:40 10-03-2024
3

სიახლეები პოპულარული