
ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ მასპინძლობს.
"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძემ პირველი ტაიმის ბოლოს მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.
შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს "მილუოლთან" შეხვედრა გამოტოვა.